NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » “გრიპის სეზონზე ნიღბის ქუჩაში ტარებას დიდი აზრი არ აქვს – თეთრი და ფერადი მხარე, რომ სიგნალია – მითია!”
საზოგადოება

“გრიპის სეზონზე ნიღბის ქუჩაში ტარებას დიდი აზრი არ აქვს – თეთრი და ფერადი მხარე, რომ სიგნალია – მითია!”

გრიპის ვირუსის გამო, საზოგადოება პანიკამ მოიცვა, ამის გამო სააფთიაქო ქსელებში სამედიცინო პირბადეების დეფიციტიც კი შეიმნა.

ექიმების მოსახლეობას ურჩევენ, გაციების თავიდან ასაცილებლად ნიღბები ატარონ. თუმცა როგორც სოციალურ ქსელში ანა ქავთარაძე წერს, რომ ნიღბის გამოყენება არ ამცირებს ავადობის რისკს:

“ნახევარი ქალაქი დადის ნიღბებით, დეფიციტია და ლამისაა აქციები დაიწყოს ნიღბების მოთხოვნით:
➡️ის, რასაც თქვენ იყენებთ უხშრესად, არის ე.წ ქირურგიული ნიღაბი:
➡️გრიპის სეზონზე ნიღბის ქუჩაში ტარებას დიდი აზრი არ აქვს, სწრაფად კონდენსირდება და გამოყენებისათვის უვარგისი ხდება.
➡️უნდა გამოიცვალოთ დანოტივებისთანავე, ან 2-3 სთ. ში ერთხელ.
➡️აღნიშნული ნიღაბი ინფიცირებული(ან, პოტენციურად ინფიცირებული) ადამიანისგან იცავს სხვებს.
➡️ჯანმრთელი ადამიანების მიერ მის გამოყენებას შესაძლებელია ქონდეს მექანიკური დაცვის მომენტი, ვინაიდან ნაკლებად იკიდებთ ხელს ცხვირ-ტუჩს არეში. გიცავთ შედარებით დიდი ზომის ნაწილაკებისგან, მაგრამ ის ატარებს მცირე ზომის ნაწილაკებს.
➡️ მრავალი კვლევის თანახმად,
დამოუკიდებლად, მხოლოდ ნიღბის გამოყენება არ ამცირებს ავადობის რისკს, აუცილებლად უნდა დავიბანოთ ხელები ხშირად, თბილი წყლითა და საპნით. კომბინაცია ამცირებს ავადობის რისკს, მათ შორის ინფიცირებული ოჯახის წევრის შემთხვევაში.
➡️0. 3 მიკრონზე ნაკლები ზომის ნაწილაკებს არ ატარებს ნიღაბიN95. შესაბამისად მას მეტად აქვს ჯანმრთელი ადამიანის დაცვის ფუნქცია, თუმცა არა სრულყოფილი.
➡️ქირურგიული ნიღბის მოხმარების მხოლოდ 1 სწორი გზა არსებობს:ცისფერი(ან სხვა ფერადი) ზედაპირი გარეთ.თუ ორივე მხარე თეთრია, აუცილებლად ნახავთ ნიშნულს, საით უნდა იყოს მიმართული ესა თუ ის მხარე.
➡️ თეთრი და ფერადი მხარე, რომ თითქოსდა სიგნალია, დაავადებულს უკეთია თუ ჯანმრთელს, მითია! არანაირი მსგავსი სიგნალი, ნიშანი, ინდიკატორი არ არსებობს))
➡️1-1 კიდეში არსებული რკინა უნდა მოთავსდეს მჭიდროდ ცხვირზე.
➡️ ნიღაბი უნდა ფარავდეს როგორც პირს, ასევე ცხვირის ნესტოებს სრულად!
➡️მიიღეთ ადკვატური რაოდენობის სითხე, იძინეთ კარგად, იკვებეთ ჯანსაღად, ხშირად გაანიავეთ ოთახი, ნუ ივლით საზ. თავშეყრის ადგილებში. სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ოჯახის ექიმს/პედიატრს.

‼️და კიდევ ერთხელ: ბანანით არც გრიპის ვირუსი შეგეყრებათ და არც შიდსის 
ბორის მჟავა, წყალბადის ზეჟანგი, სოდა და ძმანი მათნი ვერც დაგიცავენ ვირუსისგან და ვერც გიმკურნალებენ.
შესაბამისად- მოეშვით თვიშემოქმედებას.
ვაქცინაცია(არც გრიპის და არც სხვა) აუტიზმს არ იწვევს!
‼️მომავალ წელს მაინც აიცერით.
კიდევ კარგი ლუგარის მსგავსი ლაბორატორიები არსებობს დედამიწაზე, თორემ აქამდე ან შავი ჭირი ამოგვწყვეტდა ან ყვავილი.

გისურვებთ ჯანმრთელობას” – წერს ანა ქავთარაძე.

პოპულარული სტატიები

რა მიზეზით სცადა 3 შვილის მამამ თავის დაწვა?

მთავარი რედაქტორი

“ხელფასის ნახევარს ყოველთვიურად ღარიბების დახმარების ფონდში ვრიცხავ”

თაკო

ლედი გაგა დათუნა სულიკაშვილის დიზაინით შექმნილი ჩექმით გამოჩნდა (ფოტო)

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....