NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “ზურაბიშვილმა იპოვა კარგი სათამაშო – პრეზიდენტის კაბინეტი”
პოლიტიკა

“ზურაბიშვილმა იპოვა კარგი სათამაშო – პრეზიდენტის კაბინეტი”

გუშინ გამართულ სალომე ზურაბიშვილის პირველ პრესკონფერენციას ნეგატიურად აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. ის ამბობს, რომ „სალომე ზურაბიშვილი უფრო ფრანგ პენსიონერად გრძნობს თავს, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტად”.

„ამბობს, რომ არანაირი სახელმწიფოებრივი თემები მას არ ეხება, მაგრამ იქ, სადაც თვლის, რომ მას შეეხნენ, იქ მზად არის, რომ შემზღუდველი ღონისძიებების გატარებაში მიიღოს მონაწილეობა. პრიორიტეტები მისი არის უფრო პირადი. ის არ იღებს პასუხისმგებლობას ამ ქვეყანაზე, შემოსავალსაც არ აიღებს, უფრო ფრანგ პენსიონერად გრძნობს თავს, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტად. მან, ერთი მხრივ, ხელები დაიბანა, მაგრამ თქვა, რომ სათამაშოდ მას რაღაც საკითხები სჭირდება და ამ საკითებით ითამაშებს. ითამაშებს სიტყვის თავისუფლების თემით, ითამაშებს იმით, რომ თითქოს, ის ხალხის არჩეული პრეზიდენტია. ანუ იპოვა კარგი სათამაშო – პრეზიდენტის კაბინეტი,“ – განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა.

პოპულარული სტატიები

“მე მგო­ნი, ჩემი სუ­რა­თი არის ბევ­რად ლა­მა­ზი, ამა­ზე მეტი ცოტა უხერ­ხუ­ლია”

თაკო

“დამნაშავეები მაინც დაისჯებიან… არ გამოვა სხვანაირად”

თაკო

“სააკაშვილიც და ივანიშვილიც გამსახურდიები არიან და მათაც ისევე შევებრძოლები, როგორც მაშინ”

თაკო
გადასვლა....