NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » არეულობა და მუშტი-კრივი სპორტის სასახლეში _ რა მოხდა ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას?
შემთხვევა

არეულობა და მუშტი-კრივი სპორტის სასახლეში _ რა მოხდა ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას?

დღეს, გივი კარტოზიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში, ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას, სერიოზულ ექსცესს ჰქონდა ადგილი. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის ფინალური ბლოკის შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს რობერტ კობლიაშვილი და ზურაბ დათუნაშვილი ხვდებოდნენ (87 კგ), დასრულებამდე 14 წამით შეწყდა.

ზურაბ დათუნაშვილმა, რომელიც ამ დროისთვის ბრძოლას აგებდა (1-2) მსაჯების მიმართ პრეტენზიების გამოთქმა დაიწყო, რასაც მისი სამწვრთნელო შტაბის რამდენიმე წარმომადგენელი შეუერთდა.

რამდენიმე წუთში კი არეულობა ტრიბუნებს გადაედო, სადაც ხელჩართული ჩხუბი გაიმართა.

ჩხუბში სპორტსმენებიც ჩაერთნენ, რის შედეგადაც, რამდენიმე მათგანმა დაზიანებები მიიღო.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია, სავარაუდოდ, ამ ფაქტის თაობაზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

“tv.ge”

 

პოპულარული სტატიები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

თაკო

შეცდომით ამობეჭდილი ტესტის გამო ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამოცდა ჩაიშალა

თაკო

ავტოსაგზაო შემთხვევა თავისუფლების მოედანზე – დაშავებულია ერთი მოზარდი

თაკო
გადასვლა....