NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » “ცოცხალი ადამიანებისთვის კუბოების ყიდვა ნორმალურია?“ – მერიამ 1541 კუბოს შეკვეთა მისცა
პოლიტიკა

“ცოცხალი ადამიანებისთვის კუბოების ყიდვა ნორმალურია?“ – მერიამ 1541 კუბოს შეკვეთა მისცა

ბოლო დროს საქართველოში კუბოების თემა აქტუალურიდღეს კი ცნობილი გახდარომ თბილისის მერიამ 1541 კუბო შეიძინა. ყველაზე მეტი კი ნაძალადევის გამგეობამ –  272 ცალი შეიძინა, ვაკემ – 85, კრწანისის გამგეობამ -100, მთაწმინდამ 100, ჩუღურეთის გამგეობამ – 171სამგორის გამგეობამ 228 კუბო შეიძინა, 140 – საბურთალოს გამგეობამ, 172 – ისნის გამგეობამდიდუბის გამგეობამ – 83 და 190 კუბო იყიდა გლდანის გამგეობამ.

როგორც თბილისის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, კუბოების საკითხი ჯერ კიდევ 2016 წელს იყო აქტუალური.

1714 კუბო წინასწარ რომ შეუკვეთა თბილისელებისთვის ნარმანიამ ხომ გახსოვთ? კალაძემ დაგვინდო და წინასწარ მხოლოდ 1541 კუბოს “ზაკაზი” მისცა

სამაგიეროდ ცოცხალი ადამიანი, რომ მივა გამგეობაში უსახსრობის და ბიუჯეტის არ არსებობის გამო მედიკამენტებზე უარს ეტყვიან მოკვდი ბატონო და უფასოდ დაგმარხავთ მერია – რა ქნას კახიმ მეტი?” – წერს ხაბეიშვილი.

კითხვაზეროგორ ხდება კუბოს შეძენა და რა უჯდება გამგეობას ერთი მიცვალებულის დაკრძალვა, ხაბეიშვილი პასუხობს:

კუბოების შესაძენი თანხები ბიუჯეტში წინასწარ არის ჩადებულიიმ შემთხვევაშითუ კი გამგეობას ბიუჯეტი ამოეწურა და ამ მუხლში დარჩათ თანხასხვა მიმართულებით ვერ გახარჯავსშესაბამისადუმჯობესიაჯერ სოციალურ დაუცველებზე იზრუნონ და შემდეგ გარდაცვლილ ადამიანებზე.  გამგეობებს ჯამში ერთი გარდაცვლილი ადამიანის დაკრძალვა  400-500 ლარი უჯდებათწინასწარ ბიუჯეტში ჩადო თანხები და იყიდო კუბოებიუცნაური ამბავიაცოცხალი ადამიანებისთვის კუბოების ყიდვა ნორმალურია?“ – აცხადებს ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა კუბოების შესასყიდად 28 ათასამდე ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მერია სულ 120 კუბოს იყიდის, რომელიც ფოთში მცხოვრები “მარტოხელა, უპატრონო, ვეტერანი და სოციალურად დაუცველი, გარდაცვლილი მოქალაქეებისათვის“ იქნება განკუთვნილი.

პოპულარული სტატიები

“ნაცმოძრაობისთვის წამზომი ჩართულია! ფინალი ახლოვდება!”

თაკო

“სააკაშვილიც და ივანიშვილიც გამსახურდიები არიან და მათაც ისევე შევებრძოლები, როგორც მაშინ”

თაკო

“ე.წ. ხელისუფლებას ძალიან საინტერესო სიურპრიზებს მოვუმზადებ”

თაკო
გადასვლა....