NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » “აცრიდან ორი კვირის განმავლობაში ურჩხულის ნიშანი მელანდება ხოლმე”
პოსტი

“აცრიდან ორი კვირის განმავლობაში ურჩხულის ნიშანი მელანდება ხოლმე”

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე აცრების შესაძლო უკუჩვენებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში იუმორისტულ პოსტს აქვეყნებს:

“დიდი, დიდი ხნის წინათ, როცა სულელი ვიყავი, უძილობა მაწუხებდა. წამალს როგორ დავლევდი, ქიმიას, ტვინს გამიფუჭებდა. მერე ერთმა მაგარმა ექიმმა მითხრა: უძილობას გაცილებით მეტი ზიანის მოყენება შეუძლია, ვიდრე იმ წამალს, რომელსაც მის საწინააღმდეგოდ გამოიყენებო. მეც დავუჯერე.
გრიპს ათასჯერ მეტი ზიანის მოყენება შეუძლია, ვიდრე იმ აცრას, რომელსაც შესაძლოა რაღაც უკუჩვენებაც ჰქონდეს( რაც არავის დაუმტკიცებია, სხვათა შორის).
ოცი წელიწადია ვიცრით მე და მთელი ოჯახი. დადებით ეფექტს აშკარად ვგრძნობ, მაგრამ გამოგიტყდებით, უარყოფითიც ახლავს თან-აცრიდან ორი კვირის განმავლობაში ურჩხულის ნიშანი მელანდება ხოლმე. შესაძლოა ეს სულაც არი იყოს აცრის ბრალი. ამბობენ, ჩიპიანმა ბარათებმა და პირადობის მოწმობაში რიცხვების ეშმაკისეულმა კომბინაციებმაც იცისო. ვერ გაანადგურა ბოლომდე წულუკიანმაო.
დავადგენ ამასაც.
ისე, ურჩხული გელანდებოდეს ორ კვირაში ერთხელ სჯობია ორგანიზმის დანგრევას ან სულაც სიკვდილს” – წერს გოცირიძე.

პოპულარული სტატიები

გიორგი კეკელიძემ 17 იანვარს დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე განცხადება გაავრცელა

“ნუ მიულოცავს პრეზიდენტად წოდებული ზურაბიშვილი უკრაინას, მისი სიტყვას არ აქვს წონა”

თაკო
გადასვლა....