NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » სენსაცია! ენდი მარი კარიერას ასრულებს?
მთავარი გვერდი სპორტი

სენსაცია! ენდი მარი კარიერას ასრულებს?

სენსაციური ინფორმაცია.

ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ენდი მარიმ, ავსტრალიის ღია პირველობის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც განაცხადა, რომ 2019 წელი მისთვის პროფესიონალურ კარიერაში უკანასკნელი იქნება.

უკანასკნელი 20 თვის მანძილზე ენდი გამუდმებით ებრძვის ტრავმას, ერთი ოპერაცია გადაიტანა და დიდი ალბათობით, მეორეც მოუწევს, თუ თამაშის გაგრძელება სურს. ჩოგბურთელის თქმით, მას ტკივილი მუდამ თან სდევს და ასე გაგრძელება აღარ შეუძლია. მეტიც, არსებობს იმის შანსი, რომ მისთვის უკანასკნელი ტურნირი ავსტრალიის ღია პირველობა გახდეს.

“დამალვას არ ვაპირებ, ტკივილი მუდამ მახლავს. ტურნირზე ვითამაშებ, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტკივილს არ ვგრძნობ. ჩემი სურვილია, რომ პროფესიონალური კარიერის უკანასკნელი მატჩი წელს, მშობლიურ უიმბლდონზე ჩავატარო. თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ სხეული ამის საშუალებას მომცემს.” – აღნიშნა შოტლანდიელმა აცრემლებული თვალებით.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ მარი გრენდ სლემის ტურნირის 3-გზის გამარჯვებულია, კიდევ 8-ჯერ კი ის ფინალში დამარცხდა. ასევე, მის ანგარიშზე ორი ოლიმპიური ოქრო და 14 მასტერსის ტურნირია. რამდენიმე კვირის მანძილზე ის 2016 წელს პირველ პოზიციასაც იკავებდა

GOAL.COM

პოპულარული სტატიები

ანუკი არეშიძემ ქართველი ამომრჩეველი ცხვრის ფარას შეადარა (ფოტო)

მთავარი რედაქტორი

საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართვა საზოგადოებას

მთავარი რედაქტორი

ინფორმაცია ტექდათვალიერების მესამე ეტაპის შესახებ!

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....