NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » მამაკაცმა ქალი ელექტროშოკით გათიშა და შემდეგ მასზე იძალადა
შემთხვევა

მამაკაცმა ქალი ელექტროშოკით გათიშა და შემდეგ მასზე იძალადა

თბილისში ახალგაზრდა ქალი ელექტროშოკით გათიშეს და შემდეგ მასზე იძალადაეს. ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა.

საერთოდ წინააღმდეგი ვარ ემოციური პოსტების… მინდა გაფრთხილდეთ, უმეტესად მდედრებს მივმართავ. რაც მე გადამხდა თავს მტერს არ ვუსურვებ. 30 დეკემბერს ღამის 9-დან 10-ის ნახევრის ინტერვალში გლდანში, გობრონიძის ქუჩიდან მიმავალი საცალფეხო ბილიკზე, რომელიც მუხიანის დასახლებას აკავშირებს, ელექტროშოკის ოთხი დარტყმით პარალიზება მოახდინა და ჩემზე იძალადა. გადავრჩი, რადგან ელექტროშოკერი, როგორც მოგეხსენებათ ხშირ შემთხვევაში გულს აჩერებს. საკუთარი თავი თქვენვე დაიცავით. მინიმუმ, ცრემლსადენი გაზი იქონიეთ ჯიბეში. გაფრთხილდით”, – წერს დაზარალებული.

შსს-ს ინფორმაციით, კი პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებით ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ელექტრო შოკი და სხვა ნივთმტკიცებები ამოიღეს.

პოპულარული სტატიები

ავარია სამ სხვადასხვა ადგილზე – იგოეთთან 20-ზე მეტი მანქანა შეეჯახა ერთმანეთს

თაკო

თბილისში დაკარგულ გოგონას ეძებენ

თაკო

სკოლის სახურავიდან მოსწავლე გადმოვარდა

თაკო
გადასვლა....