NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » შეცდომით ამობეჭდილი ტესტის გამო ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამოცდა ჩაიშალა
შემთხვევა

შეცდომით ამობეჭდილი ტესტის გამო ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამოცდა ჩაიშალა

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში უკვე გამოყენებული ტესტების გამო ჩაიშალა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში ამბობენ, რომ შემთხვევით, შარშანდელი ტესტების ფაილი ამობეჭდეს და მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 სკოლას გაუგზავნეს.

“წლევანდელი დავალებები უნდა დაბეჭდილიყო და ეს იყო ტექნიკური შეცდომა. სხვა ფაილი ამობეჭდეს, მოამზადეს, ჩააწყვეს პაკეტებში და გადაგზავნეს სკოლებს, დაახლოებით 1 140 ბავშვისთვის”, — რუსთავი 2-თან საუბარში განმარტავს გამოცდების ცენტრის დირექტორის მოადგილე კახა ჯამბურია .

დღევანდელი სამსაათიანი ტესტირების შედეგები გაუქმდება, ხელახალი გამოცდა კი 13 იანვარს ჩატარდება.

პოპულარული სტატიები

სროლა თბილისში – დაჭრილია ერთი ადამიანი

თაკო

დიდ დიღომში ძლიერი აფეთქება მოხდა

თაკო

7 წლის დემეტრეს უცნობმა სანტამ ჰასკის ლეკვი აჩუქა

თაკო
გადასვლა....