NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » “1 წლის წინ ამ დღეს თემირლანი აპარატიდან გამორთეს…”
საზოგადოება

“1 წლის წინ ამ დღეს თემირლანი აპარატიდან გამორთეს…”

დღეს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა.

უმძიმესი და ტკივილით სავსე დღე არის მაჩალიკაშვილებისთვის და სრულიად საქართველოსთვის 10 იანვარი.

1 წლის წინ ამ დღეს თემირლანი აპარატიდან გამორთეს,ის მცირე იმედიც კი მოუკლეს მშობლებს მისი გადარჩენისა და შეატოვეს უმძიმეს ყოფას და ტრაგედიას პირისპირ…

იმ ავბედითი დღიდან 1 წელი გავიდა ,1 წელია მალხაზ მაჩალიკაშვილი, შვილმოკლული მამა ქუჩაში დგას და სამართლებრივად იბრძვის მისი შვილის სულის და ჩვენი შვილების მომავლისთვის,რათა მათ მაინც შეძლონ ისეთ სახელმწიფოში ცხოვრება ,სადაც 19 წლის მძინარე ბავშვს საწოლში არ ჩაცხრილავენ და მერე ვითომც არაფერი, თავის გასასამართლებლად შავი პიარის მანქანას სრული სიმძლავრით არ აამუშავებენ

დიახ სახელმწიფომ მოკლა თემირლანი

მკვლელები კვლავ არ დასჯილან

სახელმწიფო დღემდე ცდილობს ამ თემას გვერდი აუაროს, მაგრამ არაფერი გამოუვათ , სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს

ჩვენი სოლიდარობა და სამძიმარი მაჩალიკაშვილების ოჯახს

ქედს ვიხრით გმირი მამის ,ვახას წინაშე” – ვკითხულობთ ფეისბუქგვერდ “მამები სიმართლისთვის” წერილში.

26 დეკემბერს ერთი წელი გავიდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციიდან, რომლის შედეგადაც ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი კი საძინებელ ოთახში, საწოლში, სასიკვდილოდ დაჭრეს.

თემირლან მაჩალიკაშვილი 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

პოპულარული სტატიები

“თქვენ ხართ კრიმინალების მიერ დანიშნული და არა ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი”

თაკო

“კი არ მივდივარ ქოცებო, მოვდივარ, ახლა იწყება ჩემი მოსვლა”

თაკო

“მიწისქვეშა გადასასვლელში დგას ეს ადამიანი უკვე დიდი ხანია, დგას და ყიდის ხან ვაშლებს, ხან ლიმონს…”

თაკო
გადასვლა....