NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » “იქ H1N1-თან ერთად იყო საკმაოდ მძიმე დაავადება“
შემთხვევა

“იქ H1N1-თან ერთად იყო საკმაოდ მძიმე დაავადება“

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, გუშინ გარდაცვლილ 22 წლის ახალგაზრდას მძიმე დაავადება სჭირდა, რის გამოც ვირუსი გაურთულდა.
 
„ვფლობთ ინფორმაციას 22 წლის ქალბატონის გარდაცვალების შესახებ. მინდა, მედიას მოგმართოთ, ქვეყანაში არსებობს კანონი პაციენტის უფლების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ოჯახის თანხმობის გარეშე, პერსონალიებზე საუბარი არ შემიძლია. სამწუხარო შემთხვევაა, მაგრამ იქ H1N1-თან ერთად იყო საკმაოდ მძიმე დაავადება“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
თბილისში, სავარაუდოდ, “ღორის გრიპის” ვირუსით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. იგი კომპოზიტორ მანანა იმედაძის რძალია. 22 წლის სალომე ქემაშვილი ინფექციურ საავადმყოფოში ერთი კვირის წინ მიიყვანეს. ექიმების მცდელობის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

პოპულარული სტატიები

დავა საახალწლო მილოცვის გამო

თაკო

“ნაძირალა ნანა კაკაბაძეს ვპირდები, რომ აუცილებლად უმძიმესად დაისჯება”

თაკო

ბაღდათში ტყე იწვის

თაკო
გადასვლა....