NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ბათუმში ძლიერი ქარის დროს დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა
რეგიონი

ბათუმში ძლიერი ქარის დროს დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

ბათუმში 4 იანვარს ძლიერი ქარის დროს დაშავებული 54 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

ექიმების ცნობით, მამაკაცს ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და გულ-მკერდის არეში შინაგანი ორგანოების დაჟეჟილობა აღენიშნებოდა.

დაშავებული ბათუმის მერიის სერვისების სამსახურის უფროსი იყო.

ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება მეორე დაშავებული. 60 წლის მამაკაცს უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაციები. აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობები. მისი მდგომარეობაც სტაბილურად მძიმეა, თუმცა მოტეხილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა ორი მოქალაქე და დაზიანდა ორი ავტომანქანა.

პოპულარული სტატიები

თიანეთში 2 ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრილია

თაკო

“დამეხმარეთ შვილის გადარჩენაში”

თაკო

ფოთის მერმა მოადგილეებზე ფულადი დანამატი 14-ჯერ გასცა

თაკო
გადასვლა....