NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ბესელიამ შესაძლოა “ქართული ოცნება” დატოვოს
პოლიტიკა

ბესელიამ შესაძლოა “ქართული ოცნება” დატოვოს

ეკა ბესელია საქართველოში ჩამოსვლისთანავე ფრაქცია “ქართული ოცნების” ხელმძღვანელთან შეხვედრას გეგმავს. მამუკა მდინარაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე უკვე ღიად აკრიტიკებს. ამის მიზეზად კი, როგორც მოსამართლეების დანიშვნის საკითხს, ასევე გედევან ფოფხაძის კომიტეტიდან გაწვევას ასახელებს. ინფორმაციას “იმედინიუსი” ავრცელებს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ გედევან ფოფხაძე ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ იურიდიული კომიტეტის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გაიწვია. როგორც მდინარაძემ თქვა, ამ გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილიც დაეთანხმა.

ფოფხაძე 31 დეკემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობაც უნდა შეესრულებინა.

ეკა ბესელიამ გადადგომის შესახებ განცხადება 27 დეკემბერს გააკეთა.

რეგლამენტით, თავმჯდომარის მოვალეობა პირველმა მოადგილემ უნდა შეასრულოს, რომელსაც კომიტეტის უმრავლესობა აირჩევს. ეს თანამდებობა კი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ეკა ბესელიას გადადგომის შემდეგ პოსტი საკუთარი სურვილით ვანო ზარდიაშვილმაც დატოვა.

პოპულარული სტატიები

“უბრალოდ მოვედი, რათა იგრძნონ, რომ ვიღაც არის მათ გვერდით”

თაკო

“სალომე ზურაბიშვილი არის სერგო ორჯონიკიძე კაბით”

თაკო

თავებით დაპირისპირება ნიკა მელიასა და საპატრულო პოლიციის უფროსს შორის (ვიდეო)

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....