NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “ქართულ ოცნებაში“ რღვევა დაიწყო, რომელიც გაღრმავდება და სკანდალურ სახეს მიიღებს”
პოლიტიკა

“ქართულ ოცნებაში“ რღვევა დაიწყო, რომელიც გაღრმავდება და სკანდალურ სახეს მიიღებს”

პარტიის შიგნით დაპირისპირებაა, „ქართულ ოცნებაში“ რღვევა დაიწყო, რომელიც გაღრმავდება, უფრო სერიოზულ და სკანდალურ სახეს მიიღებს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ განუცხადა, რითაც ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ იურიდიული კომიტეტიდან ეკა ბესელიას წარდგინებით დანიშნული გედევან ფოფხაძის გაწვევას გამოეხმაურა.

სანიკიძის შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ პარტიის წევრები თავიანთ „საიდუმლობებს გამოფენენ“, დაპირისპირება უფრო სკანდალური გახდება და „ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მმართველი გუნდის როლს ვეღარ შეინარჩუნებს.

„აქ არის ერთი კაცი, რომელიც ამ ყველაფერს აკეთებს, კრიზისებსაც ქმნის. საინტერესო იქ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია, დანარჩენი საკმაოდ უნიჭოდ დადგმული სპექტაკლებით, საკმაოდ უნიჭო აქტორები არიან, რომლებსაც სხვადასხვა მოხელის სახელი ჰქვიათ. ხდება ის, რაც უნდა მომხდარიყო: როგორც ჩანს, 2020 წლის შემდეგ „ქართული ოცნება“ გაქრება პოლიტიკური სივრციდან. ხელისუფლებაში რომ ვეღარ დარჩებიან, ეს ცხადზე ცხადია. აშკარად ეტყობა, რომ ჭკუაზე მოსვლას და არაფრის დათმობას ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს და ცნობილია, რომ ვინც არაფერს თმობს, ბოლოს ის აბსოლუტურად ყველაფერს თმობს, ეს არის ისტორიულად დადასტურებული.

ამ კატასტროფის მოახლოების მთავარი სოლისტი არის ბიძინა ივანიშვილი, მთავარი აქტორი, ღვთაება, ქურუმი, კონსტიტუციის დამწერი, ყველაფრის ავტორი არის ბიძინა ივანიშვილი. სხვათაშორის, კარგი პროცესია, რასაც ჰქვია „ოცნების“ შიდა ლპობა. ეს დაპირისპირება უვიცობამ, უწიგნურობამ, იდეებისა და ფასეულობების არქონამ, მორალური უპირატესობის დაკარგვამ გამოიწვია. ფაქტია, რომ დღეს „ოცნებასთან“ შედარებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მორალური უპირატესობა“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

“ინტერპრესნიუსი”

პოპულარული სტატიები

“ომეგას” თამბაქოს ქარხანამ მუშაობა განაახლა

მთავარი რედაქტორი

“ჩვენ უარს ვეუბნებით საქართველოს რენეგატ სალომე ზურაბიშვილს”

თაკო

თავდასხმა გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბზე

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....