NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » მეტროსადგურების მუშაობის აღდგენამდე ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება
ახალი ამბები

მეტროსადგურების მუშაობის აღდგენამდე ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება

სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროს მუშაობის აღდგენამდე თბილისის მასშტაბით ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება.

კომპანიის ცნობით, ამ დროისთვის ყველა მეტროსადგური გაჩერებულია. დეტალებზე კომპანიაში მოგვიანებით ისაუბრებენ.

მეტროს მემანქანეები დღეს დილიდან გაიფიცნენ.  პარალელურად მეტროს მემანქანეები გლდანის დეპოს ტერიტორიაზე აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, გაფიცვა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნა, ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდება. მემანქანეების ნაწილი შიმშილობას აგრძელებს.

პოპულარული სტატიები

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრი მირზა სუბელიანის დაკავებას მოითხოვს

საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდეგ, პარლამენტი მუშაობას რიგგარეშე სესიაზე განაგრძობს

მთავრობის ადმინისტრაციასთან „ბოტების“ აქცია გაიმართა

გადასვლა....