NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » თბილისის მერმა მემანქანეების ხელფასები გაასაჯაროვა
ახალი ამბები პოლიტიკა

თბილისის მერმა მემანქანეების ხელფასები გაასაჯაროვა

თბილისის მერმა მეტროს მემანქანეების გაფიცვასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა.

კახა კალაძის თქმით, ის არ დავუშვებს, რომ თბილისის მოსახლეობა დაზარალდეს. მისი თქმით, ის რომ არ მუშაობს მეტროსადგურები, შეიძლება შანტაჟად შეფასდეს.

კალაძის თქმით, მერიაში დასაქმებულია 24 000-ზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც ასრულებს უმნიშვნელოვანეს სამუშაოს. ამიტომაც დაუშვებელია, მერიამ მიიღოს არათანაბარი და უთანასწორო გადაწყვეტილება.

მერმა ბრიფინგზე მემანქანეების ხელფასები გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ მათი ხელფასი პატრულის, მაშველის, მეხანძრის, სასწრაფო ბრიგადის თანამშრომლის ანაზღაურებას აღემატება.

პოპულარული სტატიები

რატომ დახარჯა ფონდმა ბურჭულაძის ცოლის მგზავრობის თანხა?

მთავარი რედაქტორი

“კავკასიაში პირველ ქალ პრეზიდენტს უკვე მოკვლით ემუქრებიან” – The Daily Beast

თაკო

გაიგე ვინ მიიღებს მონაწილებას საპრეზიდენტო არჩევნებში

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....