NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » შვილმოკლული მამები 31 დეკემბერს რუსთაველზე, კარვებში შეხვდებიან
საზოგადოება

შვილმოკლული მამები 31 დეკემბერს რუსთაველზე, კარვებში შეხვდებიან

31 დეკემბრის ღამის რუსთაველზე გატარებას გეგმავენ შვილმოკლული მამები.  დღესასწაულის მიუხედავად ისინი საკუთარ გეგმებსა და მოთხოვნებზე უარის თქმას არ აპირებენ.

ძალაში რჩება მოთხოვნებიც – მოხდეს ერთი წლის წინ პანკისში ჩატარებული პანკისის სპეცოპერაციისა და თბილისში, ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის ობიექტური გამოძიება.

„მე და ზაზა ნახევარ გზაზე ბრძოლას არ მივატოვებთ. ბრძოლას გავაგრძელებთ იქამდე, სანამ არ დაისჯებიან ის ადამიანები. ჩვენთვის ახალი წელი არ არის, მანამ არ დაისჯებიან ის ადამიანები, რომელმა ადამიანებმაც ეს ახალი წელი წაგვართვეს ჩვენს შვილებთან ერთად,“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

დამნაშავეთა დასჯას შვილმოკლული მამები უკვე ერთი წელია უშედეგოდ ითხოვენ. პროტესტი რუსთაველის გამზირზე თვეებია გრძელდება.

„სანამ ჭეშმარიტება არ იქნება ჩვენი შვილების საქმეებზე, იქამდე გავაგრძელებთ ბრძოლას და არავის არ ჰქონდეს იმის ილუზია, რომ რომელიმე უკან დავიხევთ,“-აცხადებს ზაზა სარალიძე.

პოპულარული სტატიები

ზაზა სარალიძე ბრძოლის ახალ ეტაპს აანონსებს

თაკო

“იმედია, ღირსეული მომავალი თაობა საფლავებზე ღირსეულად დაგვაფურთხებს”

თაკო

“წელიწადია ერთად ვცხოვრობთ… ჩემზე ათი წლით უფროსია”

თაკო
გადასვლა....