NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » მემანქანეთა გაფიცვის გამო მეტრო არ მუშაობს
ახალი ამბები პოლიტიკა საზოგადოება

მემანქანეთა გაფიცვის გამო მეტრო არ მუშაობს

დედაქალაქში მეტროპოლიტენი არ მუშაობს.” თბილისის სატრანსპორტო კომპანია” მგზავრებს ავტობუსებით გადაადგილებისკენ მოუწოდებს.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, მეტროს მემანქანეები  ხელფასების 45% პროცენტით გაზრდას ითხოვენ. მეტროს მემანქანეთა განცხადებით, მუშაობას იმ შემთხვევაში განაახლებენ, თუ თბილისის მთავრობა მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

მეტროს მემანქანეები დედაქალაქის მთავრობასთან მოსალაპარაკებლად მზად არიან და მერიის წარმომადგენლებს შეხვედრას სთავაზობენ.

მემანქანეთა უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” იცავს. ადვოკატი ლინა ღვინიანიძე ამბობს, რომ დედაქალაქის მერიას მოუწევს დათმობაზე წავიდეს.

სატრანსპორტო სამსახურის გადაწყვეტილებით დედაქალაქის მოსახლეობას ავტობუსები უფასოდ მოემსახურება.

კახა კალაძის განცხადებით, ის მეტროს მემანქანეებს ხელფასებს არ მოუმატებს.

პოპულარული სტატიები

“ბატონო პრეზიდენტო, შეიწყალეთ ლევან როსტოშვილი, არა იმიტომ, რომ ჩემი მეგობარია”

თაკო

“ბევრი რამ ვთქვი, კიდევ ვიტყვი ბევრ რამეს”

თაკო

“ობლად დარჩენილი სახლის ნაამბობი“ – მე-4 კლასელი ბიჭუნას ემოციური ნაწერი

თაკო
გადასვლა....