NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » გამონათქვამები: ფრანც კაფკა
ბლოგი

გამონათქვამები: ფრანც კაფკა

 

  • სამყარო ჩემთვის სამ ნაწილად იყოფოდა: ერთი, სამყარო, სადაც მე, მონა ვცხოვრობდი და იმ კანონებს ვემორჩილებოდი, რომლებსაც, არ ვიცი, რატომ, მაგრამ ბოლომდე ვერასდროს დავიცავდი; მეორე, ჩემგან უსასრულოდ შორეული სამყარო, სადაც შენ ცხოვრობდი, განაგებდი, ბრძანებებს გასცემდი, მრისხანებდი, როცა შენი განკარგულებები არ სრულდებოდა; და ბოლოს, მესამე სამყარო, სადაც, მორჩილებისგან თავისუფალნი, ბედნიერად ცხოვრობდნენ.
  • ცხოვრების აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ოდესმე იგი შეწყდება.
  • ზოგიერთი მატყუარა ხერხი ისეთი თხელია, რომ თავისით იხევა.
  • შენზედ ბოძებული დრო ძალიან მოკლეა, არ დაკარგო არც ერთი წამი, რადგან წამის დაკარგვა მთელი ცხოვრების დაკარგვის ტოლფასია, ცხოვრება იმ წამებისგან შედგება, რომელიც დაკარგე.
  • ნუ მისცემ ბოროტებას იმის შანსს, რომ დაგარწმუნოს, თითქოს მის საიდუმლოებებს შეიცნობ.
  • ბედნიერება გამორიცხავს სიბერეს, მას ვისაც შეუძლია შეამჩნიოს სილამაზე, არ ბერდება.
  • პოეზია გარდაქმნის ცხოვრებას.
  • ცხოვრების აღქმასა და სინამდვილეს შორის ხშირად ჩნდება დაუსრულებელი შეუსაბამობა.
  • მთელი ცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ გზაა გარდაცვალებისკენ.
  • ადამიანმა დიდი ხნის წინ მოიცილა სამყაროს შექმნაში მონაწილეობის შანსი და ვალდებულება სამყაროს მოვლისა.
  • ადამიანის ბუნება მტვერივით ვერ იტანს დამოკიდებულებას, ის თავისუფალია და თუ ვინმეზე ან რამეზე დამოკიდებული გახდა, აუცილებლად დაიწყებს ბორკილების, კედლების და საკუთარი სხეულის მტვრევას.
  • გაუთვითცნობიერებელი ადამიანი უფრო თამამად მოქმედებს.
  • ცხოვრებაში უამრავი ბარიერია და იმდენად დიდი, რამდენადაც დიდია მიზანი.

პოპულარული სტატიები

ნაწყვეტი დოსტოევსკის რომანიდან – „ძმები კარამაზოვები“

“ისეთი უნდა გდრუზოთ 28ში, რომ თავი ვერ ამოყოთ”

თაკო

“მე ვყოფილვარ დაფიქრების და სერიოზულობის სიმბოლო”

თაკო
გადასვლა....