NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ფრაზები დოსტოევსკის შემოქმედებიდან
ბლოგი

ფრაზები დოსტოევსკის შემოქმედებიდან

  • წვრილმანებია უმთავრესი, წვრილმანები!.. დაღუპვითაც სწორედ ეს წვრილმანები ღუპავენ ხოლმე ყოველთვის ყველაფერს…
  • რა საზიზღარია ადამიანი, ყველაფერს ადვილად ეჩვევა.
  • მეოცნებეს არაფერი სურს, რადგან სურვილზე ძლიერია, რადგან ყველაფერი აქვს, თვით არის საკუთარი ცხოვრების მხატვარი და ყოველ წუთს შეუძლია იგი თავის ნებაზე გარდაქმნას. მერედა, ნუთუ ასე ადვილად, ასე ბუნებრივად იქმნება ეს ზღაპრული, ფანტასტიკური სამყარო! თითქოს ყოველივე ეს მართლაც არაა მოჩვენება!
  • არსებობს ღამეები, რომლებიც მხოლოდ მაშინ შეიძლება არსებობდნენ, როცა ახალგაზრდა ხარ. ეს არის ღამე, როდესაც ცა ისეა ვარსკვლავებით მოჭედილი, ისეთი ნათელია, რომ შეხედავ თუ არა, უნებურად საკუთარ თავს ეკითხები: ნუთუ ასეთი ცის ქვეშ გაბრაზებული და უხასიათო ადამიანებიც ცხოვრობენ? ასეთ ღამეებს ყველაზე მეტად მეოცნებეები აფასებენ. მეოცნებე ჩვეულებრივი ადამიანი არ არის. ძირათადად მოფარებულ ადგილებში სახლობს, თითქოს მზესაც კი ემალება. მეოცნებეს ნაცნობები არ ჰყავს, მაგრამ არც სჭირდება. ისედაც მთელს ქალაქს იცნობს. ამიტომაც არის, რომ ზაფხულის დამდეგს საოცარი სევდა იპყრობს – თითქოს მარტო რჩება. ვეღარ ხედავს ნაცნობ სახეებს. ისინი მას არ იცნობენ, მაგრამ ის იცნობს. მათ სახეებს უყურებს და ხასიათიც მათთან ერთად ეცვლება. სახლებსაც კი იცნობს. როცა მიდის, თითქოს თითოეული სახლი წინ ეგებება და ესაუბრება. ზოგიერთ მათგანთან მეგობრობს კიდეც. ხანდახან მეოცნებეს სევდა შეიპყრობს და თითქოს მის ირგვლივ ოცნების მთელი სამეფო ინგრევა, ნაკვალევის, ხმაურის გარეშე, უჩინარდება და მას თავადაც არ ახსოვს, რაზე ოცნებობდა. მაგრამ რაღაც უცნაური გრძნობა, ახალი სურვილი ეპარება გულში და ფანტაზიას უღვიძებს. ოთახში სიჩუმეა. მარტოობა და სიზარმაცე ოცნებას აღვივებს. ისევ ჩნდება ახალი ცხოვრება, ახალი სამყარო, ახალი ბედნიერება. მეოცნებე ათას რამეზე ოცნებობს: რომანტიკულ სიყვარულზე, უანგარო მეგობრობაზე, პოეტობაზე, … ამ ოცნებებში, ღამით უმიზნო ხეტიალში გადის მეოცნების ცხოვრება და თუ შემთხვევით რეალობას გაუსწორებს თვალს და ნამდვილ სიყვარულს იპოვის, მაშინ ბედნიერების ერთი წუთიც ოცნებად ექცევა, მაგრამ განა ეს ცოტაა, თუნდაც მთელი სიცოცხლისთვის?
  • გასაოცარია, როგორ აკეთილშობილებს ადამიანს სიხარული და ბედნიერება.
  • ხანდახან ხუთი წუთი კაცს მთელ საუნჯეს ურჩევნია.
  • გულია მთავარი, სხვა დანარჩენი სისულელეა. ჭკუაც საჭიროა, ცხადია… შეიძლება ჭკუა იყოს ყველაზე მთავარი. სულელს თუ გული აქვს და ჭკუა არა, ისეთივე საცოდავია, როგორც ჭკვიანი, მაგრამ უგულო სულელი. ძველთაძველი ჭეშმარიტებაა. აი მე სულელი ვარ, გული მაქვს და ჭკუა არა, შენ კი ჭკვიანი, უგულო სულელი ბრძანდები; ორივენი უბედურები ვართ, ორივენი ვეწამებით.
  • იდიოტსაც სცოდნია, რომ პირფერობით უფრო გავა ფონს.
  • სიბრალული შეადგენს ადამიანთა ყოფის ყველაზე დიდსა და იქნებ ერთადერთ კანონს.
  • მთავარია, საკუთარ თავთან არ იცრუოთ. ვინც საკუთარ თავთან ცრუობს და საკუთარ ტყუილს ირწმუნებს, იქამდე მიდის, რომ ვეღარავითარ სიმართლეს ვერც საკუთარ არსებაში, ვერც ირგვლივ ვეღარ ამჩნევს და, მაშასადამე, საკუთარი თავისა და სხვების მიმართაც პატივისცემას კარგავს. როცა პატივს აღარავის სცემს, სიყვარულსაც კარგავს, ხოლო სიყვარულის უქონელი, თავის შესაქცევად და გასართობად, ვნებებსა და უხეშ სიტკბოებას მიელტვის და მანკიერებათა ტყვეობას პირუტყვულ ყოფამდე მიჰყავს, ხოლო ყოველივეს სხვებთან და საკუთარ თავთან გამუდმებული სიცრუე იწვევს. ვინც საკუთარ თავთან ცრუობს, ყველაზე უწინარეს განაწყენდება. განაწყენება ზოგჯერ ძალიან სასიამოვნოა, ასე არ არის? თანაც ხომ იცის, რომ არავის უწყენინებია და წყენას თავად მიეცა, ყოველივე თავად შეთხზა და შესაფერადებლად მოიგონა, თავად გააზვიადა, რათა სასურველი სურათი შეექმნა, სიტყვას გამოეკიდა და წვრილმანი მსხვილმანად აქცია, – ეს თავადაც იცის, მაგრამ მაინც ყველაზე უწინარეს განაწყენდება, უკიდურესი ტკბობის შეგრძნებამდე განაწყენდება, ხოლო შედეგად ნამდვილი მტრობა ეუფლება…
  • ყველა ჩვენგანი, ყველაფრის გამო, ყველას წინაშე დამნაშავეა.
  • სატანა ღმერთს ებრძვის, ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია.
  • ადამიანს სიარულზეც შეატყობთ რა ხასიათისაა.
  • არიან უაღრესად მგრძნობიარე, მაგრამ როგორღაც გატეხილი ადამიანები. მათი ჯამბაზობა ერთგვარი ღვარძლიანი ირონიაა იმათ მიმართ, ვისაც სიმართლეს პირში ვერ ეუბნებიან მათ წინაშე ხანგრძლივი დამამცირებელი შიშის გამო. ასეთი ჯამბაზობა ზოგჯერ უაღრესად ტრაგიკულია.
  • სატანა ვარ და ყოველივე ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის.
  • სოციალისტ-ქრისტიანი სოციალისტ-უღმერთოზე უფრო საშიშია.
  • ის კი არ არის უცნაური, ის კი არ არის საოცარი, რომ ღმერთი ნამდვილად არსებობს, საოცარი ის არის, რომ ეს აზრი – აზრი ღმერთის აუცილებლობაზე – გონებაში შეეჭრა ისეთ ველურს და ანჩხლ ცხოველს, როგორიც ადამიანია, იმდენად წმინდა, იმნდენად მიმზიდველი, იმდენად ბრძნულია ეს აზრი და ისეთ ღირსებას ანიჭებს ადამიანს. ხოლო მე, დიდი ხანია, გადავწყვიტე, არ ვიფიქრო ამაზე: ადამიანმა შექმნა ღმერთი, თუ ღმერთმა შექმნა ადამიანი?
  • ფული ყველანაირ ვითარებაში აუცილებელია! ფულიანი კაცი ყველგან კაცია.
  • ზოგჯერ პატარა წვრილმანიც კი საოცრად გაგაკვირვებს და გონებაში დიდი ხნით ჩაგრჩება.
  • სულ ბედნიერი იყავით-მეთქი, არ გისურვებთ – მოგწყინდებათ; არც უბედურებას გისურვებთ; უბრალოდ, გაგიმეორებთ ამ ხალხურ სიბრძნეს: „მეტი იცხოვრეთ“ და ეცადეთ როგორმე მოწყენა არ შეიჩვიოთ.
  • ო, რა საზიზღარი, რა სულმდაბალი პირუტყვია ადამიანი!
  • შრომა გვეზარება, ფულის მადა კი დიდი გვაქვს.
  • უკეთუ გინდა, პატივსა გცემდნენ, პირველ ყოვლისა, ჯერ თავად იქონიე საკუთარი თავის პატივისცემა; მხოლოდ ამით, მხოლოდ საკუთარი თავის პატივისცემით სხვასაც აიძულებ, გცეს პატივი.
  • ადამიანი ხშირად გულწრფელად განიცდის, მაგრამ მაინც თამაშობს.
  • ქვეყნად არიან სამი ჯურის არამზადები: მიამიტი არამზადები, ე.ი. დარწმუნებულნი, რომ მათი არამზადობა უმაღლესი კეთილშობილებაა; არამზადები, რომელთაც რცხვენიათ, – ესე იგი ერცხვინებათ საკუთარი არამზადობისა, მაგრამ უსათუოდ უნდათ მაინც ბოლომდე მიიყვანონ თავიანთი სიგლახე, და დასასრულ უბრალოდ არამზადები, წმიდა წყლის არამზადები.
  • ჰოი, რა ტკბილია თურმე, როცა საკუთარი ძალის გწამს.
  • მძულხართ იმიტომ, რომ ამდენი უფლება მოგანიჭეთ და კიდევ უფრო იმიტომ, რომ ასე მჭირდებით და სანამ მჭირდებით – უნდა გაგიფრთხილდეთ.
  • ჩვენ ყველანი ბევრს გავყვირით ჰუმანიზმზე, გმირობის ჩადენა კი არავის ძალგვიძს.
  • ყოველი ადამიანის მოგონება ისეთ რამეს შეიცავს, რასაც იგი ყველას არ გაუმჟღავნებს, მხოლოდ მეგობრებს თუ გაანდობს. ისეთი მოგონებებიც კი არსებობს, მეგობრებსაც რომ არ გაანდობ და მხოლოდ საკუთარ თავს გაუმჟღავნებ, თანაც საიდუმლოდ. მაგრამ, ბოლოს, ისეთი მოგონებებიც არსებობს, ადამიანს საკუთარი თავისთვის გამჟღავნებისაც რომ ეშინია და ასეთი მოგონებანი ყოველ წესიერ ადამიანს საკმაოდ უგროვდება. თანაც, ადამიანი რაც უფრო წესიერია, მით უფრო მეტი უგროვდება.
  • მე ყოველთვის პირიქით მეჩვენებოდა, რომ უდიდესი ბედნიერებაა იცოდე ის, რის გამოც ხარ უბედური.
  • ყველაფერი თავის დროზე მოვა, თუ კაცს მოთმინების უნარი შესწევს.
  • მეგობრის ჭერქვეშ შიშველ იატაკზეც რბილად დამეძინება.
  • არის წუთები, რომელსაც ცნობიერებით უფრო მეტს გადაიტან, ვიდრე მთელს წელიწადში.

პოპულარული სტატიები

სტაჟირება თუ მონობა – სამწუხარო რეალობა

თაკო

ოსკარზე ნომინირებული პირველი და ერთადერთი ქართული ფილმი

მთავარი რედაქტორი

“ვერც ერთმა ქართველმა ვერ უნდა დაივიწყოს აფხაზეთი და თუ დავივიწყეთ, ესე იგი დავმარცხდით!” (ფოტოები)

თაკო
გადასვლა....