NewsMedia-მედია აქტივიზმი
????????????????????????????????????
მთავარი » „გირჩი“ ახალ წელს ზურაბ ჯაფარიძეს მეკვლედ აქირავებს
პოლიტიკა

„გირჩი“ ახალ წელს ზურაბ ჯაფარიძეს მეკვლედ აქირავებს

#ჯაფარამეკვლედ- სამ ყველაზე მსხვილ შემომწირველს პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ახალი წლის ღამეს მეკვლედ ეწვევა.

როგორც პარტიაში აცხადებენ, დაფინანსების მიზნით „გირჩი“ აუქციონს აწყობს.

აუქციონი ორ ნაწილად იყოფა: „ახალ წლამდე აუქციონი შეწყდება 31 დეკემბერს, 23:30 საათზე. 23:45 საათზე გამოვლინდება სამი გამარჯვებული.

პირველ გამარჯვებულთან ჯაფარა მივა 01:00-დან 02:00 შუალედში.

მეორე გამარჯვებულთან ჯაფარა მივა 02:00-დან 03:00-მდე.

მესამე გამარჯვებულთან ჯაფარა მივა 03:00-დან 04:00-მდე.

შემომწირველთა აუქციონის ფარგლებში ჯაფარას სტუმრად მისვლა შესაძლებელია მხოლოდ თბილისის ფარგლებში. P.S გამონაკლისია ბიძინა ივანიშვილთან სტუმრობის შემთხვევაში.

ახალი წლის ღამის აუქციონი: ახალი წლის ღამის აუქციონი დაიწყება პირველ იანვარს, 00:00-დან და შეწყდება 03:00 საათზე. 03:15 საათზე გამოვლინდება ორი გამარჯვებული.

პირველ გამარჯვებულთან ჯაფარა მივა 04:00-დან 05:00 შუალედში.

მეორე გამარჯვებულთან ჯაფარა მივა 05:00-დან 06:00-მდე”- აღნიშნულია აუქციონის ვებგვერდზე.

“imedinews”

პოპულარული სტატიები

“მესიამოვნება, რომ ჩვენი პირველი ლედი იყოს ისეთი, როგორიც არის ნინო ანანიაშვილი”

თაკო

“თუ ვინმეს გუნდის დატოვება უნდა, არავინ არავის არ აკავებს”

თაკო

“ამდენი ცილისწამების მიუხედავად ის აგრძელებს ქვეყნისა და ხალხის დახმარებას “

თაკო
გადასვლა....