NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “დიახ, მე მოვკალი ზვიად გამსახურდია. აგერ მტკიცებულებებიც…”
საზოგადოება

“დიახ, მე მოვკალი ზვიად გამსახურდია. აგერ მტკიცებულებებიც…”

“გამოძიების უცნაური მეთოდები: წარმოიდგინეთ, რომ დაიბარეს ადამიანი ზვიად გამსახურდიას საქმეზე. (იმ დროს ზუგდიდში სტაციონირებული X ოპერმუშაკი) გამომძიებელი უსვამს ასეთ კითხვას:

“თქვენ მოკალით ზვიად გამსახურდია?” ან “როდესაც 1994 წელს ჩინი მოგიმატეს და დაგაწინაურეს, იმასთან ხომ არ იყო კავშირში, რომ თქვენ პრეზიდენტის მკვლელობის ორგანიზებაში იყავით ჩართული?”

როგორ ფიქრობთ, რა პასუხს მიიღებს გამომძიებელი? მერე, ჩვენს ადვოკატს ეუბნება: რა ვქნა, ამბობს არ მომიკლავსო. არ დავუჯერო?

თვალი დავხუჭე და წარმოვიდგინე ვიღაც ლაბადიანი ტიპი, რომელიც პორტფელით ხელში მოიჩქარის მთავარი პროკურატურისკენ. შემოვა, დაუჯდება გამომძიებელს და ეტყვის: “დიახ, მე მოვკალი ზვიად გამსახურდია. აგერ მტკიცებულებებიც, საიდანაც ჩანს ჩემი დანაშაული; 2 თვე ვაკოწიწე, დღე და ღამე გავასწორე, და გაგიადვილეთ საქმე. ერთი სული მაქვს, სასამართლო როდის მომისჯის 25 წლიან ან უვადო პატიმრობას, ხოლო ისტორიის წიგნებში როდის შევალ, როგორც ბერბიჭაშვილი 2.”

ნეტავ ვინ შექმნა ღმერთო ეს კაფკასებური სამყარო აქ.” – წერს საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, კონსტანტინე გამსახურდია.

ცნობბისთვის, კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები, მამის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიების მოთხოვნით მთავარ პროკურატურასთან შიმშილობენ.

პოპულარული სტატიები

“მე და ჩემი უფროსი ძმა, კონსტანტინე, ვიწყებთ შიმშილობას”

თაკო

მარტოხელა მშობლები შვილების ბაგა-ბაღებში დარეგისტრირებას გამარტივებული წესით შეძლებენ

თაკო

“მარიამს ბაბუა გარდაეცვალა…”

თაკო
გადასვლა....