NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “ჩემიბიძაშვილი დახოცილები იპოვესო… ეს რა ქენით ბიჭებო… დათო და ლექსო აღარ არიან, ორივე მოკლეს”
რეგიონი

“ჩემიბიძაშვილი დახოცილები იპოვესო… ეს რა ქენით ბიჭებო… დათო და ლექსო აღარ არიან, ორივე მოკლეს”

სისხლიანი დაპირისპირება მოხდა შინდისის ახალ გზაზე. ცივი იარაღით მოკლულია 2 ახალგაზრდა მამაკაცი. არიან დაჭრილებიც, რომელთაც ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
შინდისში მომხდარი მკვლელობის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს ლუკა ფეიქრიშვილი:
“ამ წამს დამირეკეს ჩემს გვერდით ორი ჩემიბიძაშვილი დახოცილები იპოვესო, ჩემი ასაკის ბიჭები სასწრაფო მჭირდება ცუდად ვარ სისხლის გუბეები დგაასო გზაზეო მთელი საპატრულო აქარისო არვიცი რახდება გული მაქ ცუდად…
ეს რა ქენით ბიჭებო, მთელი უბანი ფეხზე ვართ და ვტირით, აქ საერთოდ ყველა ტირის, დათო და ლექსო აღარ არიან, ორივე მოკლეს და ჩვენთან აღარ არიან, 26-28 წლის ბიჭები გაცივდნენ, ლექსოს მეუღლე და შვილი ყავს, კიდევ ორი დაჭრილი უბნელი საავდმყოფოშია მძიმედ, რა ღამე და ახალი წელი დამიდგა, დღეიდან მეც გვამი ვარ,უფროსწორად მოსიარულე გვამი…” – წერს ლუკა ფეიქრიშვილი.

მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში.

“ნიუპოსტი”

პოპულარული სტატიები

მარნეულში აფეთქება მოხდა

თაკო

“არაფრის გამკეთებელო მერო, ნავი მაინც მოგვეცი, რომ გადავცუროთ”

თაკო

საბავშვო ბაღში ოთხი წლის გოგონამ სადეზინფექციო ხსნარი დალია

თაკო
გადასვლა....