NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “ნორმალურ ქვეყანაში ეს ტრაგედიაა, ჩვენ კი იმაზე ვოცნებობთ, ვინმეს ცოლად ჰყავდეს” – აფხაზეთში 16 წლის რუს გოგონას ეძებენ
რეგიონი

“ნორმალურ ქვეყანაში ეს ტრაგედიაა, ჩვენ კი იმაზე ვოცნებობთ, ვინმეს ცოლად ჰყავდეს” – აფხაზეთში 16 წლის რუს გოგონას ეძებენ

რამ­დე­ნი­მე დღეა აფხა­ზეთ­ში 2002 წელს და­ბა­დე­ბულ გო­გო­ნას ეძე­ბენ. ქსე­ნია ვო­რო­ბე­ვა მე-9 კლა­სე­ლია. ის მიმ­დი­ნა­რე წლის 18 დე­კემ­ბრის დი­ლას გა­ვი­და სახ­ლი­დან და დღემ­დე არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. ოჯა­ხის წევ­რე­ბის თქმით, მას ლურ­ჯი ფე­რის სას­კო­ლო ფორ­მა და შავი ქურ­თუ­კი ეცვა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ად­გი­ლობ­რი­ვი ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა aiaaira.com აფხა­ზე­თის ე.წ შს სა­მი­ნის­ტრო­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლო­ე­ბა ცდი­ლობს, ოჯახს და­ეხ­მა­როს და ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლოს.

სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს აფხა­ზეთ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი გა­ლის, სო­ხუ­მი­სა და გაგ­რის სკო­ლე­ბი­დან მოს­წავ­ლე­ე­ბის გა­ტა­ცე­ბის მცდე­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობ­დნენ და შე­სა­ბა­მი­სი “უწყე­ბე­ბი­დან” დახ­მა­რე­ბას ითხოვ­დნენ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ე.წ. შსს-მ ინ­ფორ­მა­ცია უარ­ყო და გა­ნა­ცხა­და, რომ ისი­ნი ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სწავ­ლობ­დნენ სი­ტუ­ა­ცი­ას სა­მი­ვე რა­ი­ონ­ში და მსგავ­სი საფრ­თხე არ არ­სე­ბობს.

“გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გო­გო­ნას სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი და სკო­ლა არ კონ­კრეტ­დე­ბა, თუმ­ცა, აფხა­ზე­თი პა­ტა­რაა და გო­გო­ნას ოჯახს ყვე­ლას იც­ნობს. სა­ცო­და­ვი ვახ­ტან­გი ძა­ლი­ან პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნია და არც იმ­დე­ნი ფული აქვს, რომ გა­მო­სას­ყი­დი მოს­თხო­ვონ”, – ამ­ბობს გუ­და­უ­თე­ლი ვა­ლია ბგან­ბა, რომ­ლის თქმი­თაც, გო­გო­ნა ოჯა­ხის შექ­მნის მიზ­ნით რომ ყო­ფი­ლი­ყო მო­ტა­ცე­ბუ­ლი, მათ ამ დრომ­დე სი­ძის ოჯა­ხი და­უ­კავ­შირ­დე­ბო­და.

“და­ცუ­ლე­ბი არ ვართ, მო­ზარ­დე­ბი კი არა, ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არ ვართ უსაფრ­თხოდ – უკვე ყვე­ლაფ­რის კონ­ტრო­ლის უნა­რი დავ­კარ­გეთ. ამას წი­ნა­თაც ეძებ­დნენ 12 წლის გო­გო­ნას, თუმ­ცა, გავ­ლე­ნი­ა­ნი ოჯა­ხის შვი­ლი არ იყო და არც ვი­ცით, იპოვ­ნეს თუ არა. ჩვე­ნი შსს მი­ნის­ტრი ამ­ბობს, მი­ლი­ცი­ას რას სთხოვთ, ფეხ­საც­მე­ლიც კი არ აქვთ, სამ­სა­ხურ­ში რომ ია­რო­ნო.

ეს ხომ პირ­ვე­ლი ბავ­შვი არ არის, რო­მე­ლიც და­ი­კარ­გა. ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში ამ ასა­კის ბავ­შვის და­კარ­გვა ტრა­გე­დი­აა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა ფეხ­ზე დგე­ბა. ჩვენ კი იმა­ზე ვოც­ნე­ბობთ, ცო­ცხა­ლი იყოს და ვინ­მეს ცო­ლად ჰყავ­დეს, რად­გან ძა­ლა­დო­ბა­სა და მკვლე­ლო­ბებს უკვე შე­ვეჩ­ვი­ეთ”, – წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვარ­ლამ მა­ი­ა­კე­ლი.

“აფხა­ზუ­რი მი­ლი­ცია ამ­ბობს, რომ ჯერ არა­ნა­ირ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლობს. სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ცნო­ბით, ბავ­შვს სა­ეჭ­ვო არა­ფე­რი ეტყო­ბო­და. შვი­ლე­ბის ქუ­ჩა­ში გაშ­ვე­ბის უნდა გვე­ში­ნო­დეს, რო­დემ­დე?!”, – ამ­ბობს მა­რი­ამ ხა­ჯიმ­ბა.

ekhokavkaza.com-ის ცნო­ბით, თით­ქმის ოც­და­ა­თი წე­ლია აფხა­ზეთ­ში ერთი სა­ა­ხალ­წლო “ტრა­დი­ცია” დამ­კვიდ­რდა, რო­მელ­საც აგერ უკვე მე­ო­რე თა­ო­ბაა არ ღა­ლა­ტობს: “ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბენ, მათ “რო­ბი­ნჰუ­დებს” ნამ­დვი­ლად ვერ უწო­დებთ – სა­ინ­კა­სა­ციო მან­ქა­ნას ეს­ხმი­ან თავს და ექი­მე­ბის, მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და სხვა სო­ცი­ა­ლურ სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბის ხელ­ფა­სებს იტა­ცე­ბენ. არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მათ აკა­ვე­ბენ, თუმ­ცა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ძა­ლი­ან ცოტა ვინ­მე­ზე ვრცელ­დე­ბა”, – წერს ად­გი­ლობ­რი­ვი ჟურ­ნა­ლის­ტი იზი­და ჭა­ნია.

12 დე­კემ­ბერს გუ­და­უ­თა­ში ნიღ­ბი­ა­ნებ­მა ასე­თი­ვე მან­ქა­ნა და­ა­ყა­ჩა­ღეს, რო­მელ­საც ად­გი­ლობ­რი­ვი ექი­მე­ბის ხელ­ფა­სი, 1 მი­ლი­ონ 300 ათა­სი რუბ­ლის ოდე­ნო­ბით თან­ხა მიჰ­ქონ­და. “ეს კი იმას ნიშ­ნავს, რო ისი­ნი ამ ახალ წელს ხელ­ფა­სის გა­რე­შე დარ­ჩნენ”, – წერს გა­მო­ცე­მა.

შარ­შან ამ დროს გუ­ლი­რიფ­შის რა­ი­ო­ნის ბუ­ღალ­ტე­რი­ი­დან 3 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლის ოდე­ნო­ბით თან­ხა გა­ი­ა­ტა­ცეს, შემ­დეგ კი გამ­ტა­ცე­ბე­ლი “ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს”, თუმ­ცა გა­ირ­კვა, რომ ის პარ­ტია “ამ­ცა­ხა­რას” წევ­რი დაურ ტა­ნია იყო და მა­ლე­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

არც ისე დიდი ხნის წინ, სო­ხუმ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 600 მეტ­რის სა­ტე­ლე­ფო­ნო კა­ბე­ლი მო­ი­პა­რეს და 1000-მდე აბო­ნენ­ტი კავ­ში­რის გა­რე­შე და­ტო­ვეს. მა­შინ ე.წ. კო­მუ­კი­ნა­ცი­ე­ბის ხელ­მძღვნე­ლი ლაშა შამ­ბა ამ­ბობ­და, რომ ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის. “არა­და, 90-იანი წლე­ბის დროს, ერ­თა­დერ­თი სის­ტე­მა რაც გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობ­და სა­ტე­ლე­ფო­ნო კავ­ში­რე­ბი იყო”, – წერ­დნენ აფხა­ზე­ბი.

“ამბები.ჯი”

პოპულარული სტატიები

“პოლიციის თანამშრომლებმა მაწამეს და ვიდეოს მიღებდნენ”- რა მოხდა მარტვილში?

თაკო

,,4 დღეა მშიერი ვარ, ოჯახმა სახლიდან იმიტომ გამომაგდო, რომ ღამე ხვრინვა ვიცი” (ვიდეო)

თაკო

რა პრობლემები აქვთ სირიიდან პანკისში დაბრუნებულ ქალებსა და ბავშვებს?

თაკო
გადასვლა....