NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » გორში, ინტოქსიკაციის შედეგად, 1 ახალგაზრდა დაიღუპა და 2 მძიმედაა
რეგიონი

გორში, ინტოქსიკაციის შედეგად, 1 ახალგაზრდა დაიღუპა და 2 მძიმედაა

გორში, სამეფოს ქუჩაზე, ინტოქსიკაციის შედეგად ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა და ორი მძიმე მდგომარეობაშია.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ უგონო მდგომარეობაში მყოფი ორივე ადამიანი ჰოსპიტალში გადაიყვანა. ინფორმაციას “იმედი” ავრცელებს.

თავდაპირველი ვერსიით, ისინი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოიწამლნენ. თუმცა ახლობლის ინფორმაციით, ვინც სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე შეუშვეს, ისინი კანაფის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. გარდაცვლილ მამაკაცს მშობლები საზღვარგარეთ ჰყავს.

“შემოიყვანეს ორი პაციენტი. 25 და 35 წლის ახალგაზრდა მამაკაცები ინტოქსიკაციის დიაგნოზით. მათი მდგომარეობა არის უმძიმესი. რამ გამოიწვია მათი ინტოქსიკაცია, ამას გამოკვლევების შემდეგ დაადგენენ”, – უთხრეს “რადიო მოზაიკას” გორის სამხედრო ჰოსპიტალში.

პოპულარული სტატიები

ხევსური მიხა პაპას ოცნება ახდა, ის ზამთარს თბილ ქოხში გაატარებს (ფოტოები)

თაკო

ქუთაისში მდინარე დააბეტონეს

თაკო

“აგარის შაქარმა“ მუშაობა შეწყვიტა

თაკო
გადასვლა....