NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » ავარია ზუგდიდში _ არის მსხვერპლი
რეგიონი

ავარია ზუგდიდში _ არის მსხვერპლი

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში „ოპელის” მარკის მსუბუქი ავტომანქანა „აუდის„ მარკის ავტომანქანას დაეჯახა. ძლიერი შეჯახების შედეგად ზუგდიდის მკვიდრი ზ.ს ადგილზე დაიღუპა.

მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოთხი დაშავებული კი, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით.

პოპულარული სტატიები

სუიციდის 5 მცდელობა და ძალადობის მსხვერპლი მოზარდი

თაკო

ქვემეხებიდან გასროლის გამო სახლებს შუშები ჩაემსხვრა _ ინაუგურაციის რეპეტიცია

თაკო

ავარია ზუგდიდი-ჯვრის გზაზე – არის მსხვერპლი

თაკო
გადასვლა....