NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “დაგირეკათ უკვე ლავროვმა? ინაუგურაციაზე არ დაგაგვიანდეთ!”
საზოგადოება

“დაგირეკათ უკვე ლავროვმა? ინაუგურაციაზე არ დაგაგვიანდეთ!”

“დაიწყო, გეორგიევსკის ახალი ტრაქტატის ამოქმედება დაიწყო…

რუსეთმა თავის მოქალაქეებს უკვე ახარა, რომ სულ მალე სატრანზიტო გზას გახსნის საქართველოსთან და ნაცვლად ფსოუსა და როკის გვირაბისა, როგორც ეს 2011 წელს დადებული ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, ზუგდიდში და გორში იქნება საბაჟო პუნქტები, ზუგდიდში და გორში ყოფილა საქართველო-რუსეთის საზღვარი, ზუგდიდში და გორში, ტვირთი შემოვა რუსეთის, დეფაქტო აფხაზეთისა და ოსეთის ბეჭდებით და ჩვენ უნდა მივიღოთ, ჩვენ უნდა ვაღიაროთ, ჩვენ უნდა ვცნოთ მათი სახელმწიფოებრივი ბეჭდები და საბუთები კანონიერად.

ოსეთის დეფაქტო ხელისუფლებამ თავის მოსახლეობას ახარა, რომ სულ მალე, ერგნეთის მოლაპარაკებები განახლდება ქართულ მხარესთან, სადაც ბორდერიზაციის განახლებაზე, მავთულხლართების გაბმის განახლებაზე იქნება საუბარი ….

საპასუხოდ ქართულმა მხარემ გვახარა დღეს, რომ ნელ-ნელა უნდა დავიხიოთ უკან და დავტოვოთ საოკუპაციო ზოლი …

დაგირეკათ უკვე ლავროვმა?

ერთადერთ ადამიანებს, რომლებმაც უიარაღოდ, ტელეფონის კამერებით, მშვიდობიანად შესძლეს მავთულხლართების გაბმის შეჩერება, უკან ახევინებენ, საოკუპაციო ხაზის დატოვებას სთხოვენ, იმ ზოლის დატოვებას, სადაც წელიწადია დგანან და არც ერთი ექსესი, არც ერთი პროვოკაცია არ მომხდარა მათი მხრიდან ამ ერთ წელიწადში…

ინაუგურაციასაც არ დაელოდნენ, ეჩქარება რუსს, მალე უნდა შემოღობვა, არ უნდა რუსს იქ ქართველების ნახვა…

იცის რუსმა, არავის შეუძლია ქართველის დამარცხება ქართველის გარდა, ამიტომ დაავალა ქართულ მთავრობას…

მაგრამ, რუსმა არ იცის, რომ ჩვენ ჩვენს ბოლო, ერთადერთ, მშვიდობიან, უიარაღო იარაღს, ინფორმაციულ ომს არ დავკარგავთ…

ინაუგურაციაზე თამარ მეფესა და ზურაბიშვილს შორის პარალელების გავლება არ დაგავიწყდეთ…

ინაუგურაციაზე არ დაგაგვიანდეთ…

ალიას დღევანდელ ნომერში ამ თემაზე მე და დავით ქაცარავა ვრცლად ვსაუბრობთ, მეუბნებოდა, რომ მათ დაშლას, გაყვანას, ლიკვიდაციას შეეცდება რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით და მე ვეკითხები: – ჩვენი მთავრობა მაგას გაბედავს?

გაბედეს…” – წერს ჟურნალისტი თამო კეშელავა სოციალურ ქსელში.

პოპულარული სტატიები

“მადლობა, ჩემი შვილის გადარჩენისთვის” – მარტოხელა დედა საზოგადოებას მადლობას უხდის

თაკო

იტალიაში ქართველი მამაკაცი ვეფხვების გალიაში შიშველი გადაძვრა

მთავარი რედაქტორი

„ვარ ასე, დარჩენილი მარტო, უყურადღებოდ, უწამლოდ, მკურნალობის გარეშე… დამეხმარეთ, თუნდაც ერთი ლარით“

თაკო
გადასვლა....