NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » შსს-ში 51-ე სკოლის 5 მოსწავლესა და პედაგოგს კითხავენ
ახალი ამბები მთავარი გვერდი პოლიტიკა

შსს-ში 51-ე სკოლის 5 მოსწავლესა და პედაგოგს კითხავენ

ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროში 51-ე სკოლის 5 მოსწავლეს კითხავენ. მათი ნაწილი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის თვითმხილველია, ნაწილი 51-ე სკოლაში დაწყებული კონფლიქტის მონაწილე.

არასრულწლოვნების ნაწილი შსს-ში მშობლებთან ერთად, ნაწილი კი ადვოკატებთან ერთად მივიდა.

ოთხი საათია, ისინი უწყებაში იმყოფებიან. მათ გამოძიებისთვის ჩვენება ადრე უკვე მიცემული აქვთ, თუმცა, უწყებაში დღეს კიდევ ერთხელ დაიბარეს.

გახარიას უწყებაში გამოკითხვაზე 51-ე სკოლის ერთი პედაგოგიც იმყოფება.

მოსწავლეების ნაწილი ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის უშუალო თვითმხილველია. ისინი მოწმის სტატუსით იკითხებიან.

პოპულარული სტატიები

ახალგაზრდა ძიუდოისტებმა ევროპის თასზე 10 მედალი მოიპოვეს

“გაიქეცით, ბატონო ბიძინა, რევოლუცია მოდის!”

თაკო

“ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, ერთი ადამიანის გატაცებაც კი, რუსეთის ბიუჯეტს დაუჯდება მილიონები”

თაკო
გადასვლა....