NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “შიმშილით რომ არ დავიხოცოთ მე და ჩემი და…რომ ვიღაცამ გადმოგვხედოს და ცოტათი მაინც შეგვიმსუბუქოს ცხოვრება”
საზოგადოება

“შიმშილით რომ არ დავიხოცოთ მე და ჩემი და…რომ ვიღაცამ გადმოგვხედოს და ცოტათი მაინც შეგვიმსუბუქოს ცხოვრება”

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი მორიგ ისტორიას გვიყვება და-ძმაზე, რომლებსაც ხალხის დახმარება სჭირდებათ:

მოხუცი და-ძმა შველას ითხოვს

„ადრე მეგონა, რომ ვერაფერს ვასწრებ, რომ ცხოვრება ხანმოკლეა, ხოლო როდესაც მარტოხელა და უძლური ხარ, მაშინ დრო უსასრულოდ იწელება. ამას შევეჩვიე უკვე… ვიცი, მუდმივი არაფერია, ამიტომ მინდა, რომ ცხოვრების ბოლო წლები ღირსეული ადამიანივით ვიცხოვრო და არა ქუჩის მაწანწალა ძაღლივით…“ – ეს სიტყვები 80 წლის სულიკო ნიქაბაძეს ეკუთვნის.
იგი დაიბადა სოფელ ფარცხანაყანებში, წლების განმავლობაში ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელი იყო, 22 წელი წყალტუბოს სპორტსკოლას ხელმძღვანელობდა. სწორედ მისი უშუალო მეცადინეობით აშენდა ქალაქის ცენტრალური სტადიონი, რომელიც ადგილობრივთა და დამსვენებელთა საყვარელი გასართობი ადგილი იყო დიდი ხნის მანძილზე.
ბატონმა სულიკომ საინტერესო ცხოვრების გზა განვლო, ბევრი სასიკეთო რამ გააკეთა თავისი ქვეყნისთვის და ქალაქისთვის, თუმცა სიბერის ჟამს იგი ყველასაგან დავიწყებული აღმოჩნდა…
რამდენიმე წლის წინ ბატონ სულიკოს მეუღლე გარდაეცვალა, ხოლო ნერვიულობის ნიადაგზე მან მხედველობა დაკარგა… ერთადერთი ახლობელი ადამიანი, ვინც მას დარჩა, ეს არის მისი 90 წლის და ვენერა, რომელიც დაავადებულია სკლეროზის მძიმე ფორმით.
მოხუცები ცდილობენ ერთმანეთზე იზრუნონ, მაგრამ ყოველი დღის გათენება მათთვის ნამდვილი განსაცდელია. ისინი რის ვაი-ვაგლახით გადაადგილდებიან, სანახევროდ შიმშილობენ, მათ სანახავად არავინ მოდის, სხედან მთელი დღე გაყინულ ოთახში და წარსულს მისტირიან.
ჩვენ ბატონ სულიკოს რამდენიმე შეკითხვა დავუსვით:
გჯერათ თუ არა დახმარებისა უცნობი ადამიანების მხრიდან?
– რა თქმა უნდა მჯერა. რომ არა კეთილი ადამიანები, ცოცხალი უკვე აღარ ვიქნებოდი, თუმცა ყოველთვის მერიდება შეწუხება… მაგრამ ახლა სხვა გამოსავალი მე და ჩემს დას არ გვაქვს… ძალიან ბევრია ჩვენსავით სიდუხჭირეში მცხოვრები მოხუცი… ეჰ, როცა ახლაგაზრდები ვიყავით, ყველას ვჭირდებოდით, ახლა კი – სრულიად მივიწყებულები ვართ…
ყველაზე მეტად რაზე გწყდებათ გული?
– იმაზე, რომ მე და ჩემს მეუღლეს შვილები არ გვეყოლა. შვილები- ეს დიდი ძალაა, მაგრამ ღმერთის ნება ასეთი იყო!
რა იყო თქვენი ცხოვრების მთავარი ოცნება?
– სპორტული კარიერა – ეს იყო ჩემი ცხოვრების მამოძრავებელი მუხტი და საკმაო წარმატებებსაც მივაღწიე. კიდევ ვოცნებობდი შვილებზე, მაგრამ ეს აუხდენელ ოცნებად დამრჩა.
დღეს თუ ოცნებობთ რამეზე?
-შიმშილით რომ არ დავიხოცოთ მე და ჩემი და…რომ ვიღაცამ გადმოგვხედოს და ცოტათი მაინც შეგვიმსუბუქოს ცხოვრება.
თქვენს ისტორიას უამრავი ადამიანი წაიკითხავს. გინდათ, რომ მათ მიმართოთ?
მე ვიცი, რომ საქართველოში უამრავი კეთილი ადამიანია. მინდა მათ მივმართო თხოვნით, რომ ჩვენც გადმოგვხედონ. ყველას ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს, ბედნიერებას, შვილების მოსწრებას და კეთილდღეობას! გფარავდეთ უფალი!
მეგობრებო, გთხოვთ, დააკვირდეთ ამ მოხუცების ფოტოებს! მათ ცრემლიან თვალებში უზომო ტკივილსა და სევდას ამოიკითხავთ. შეუძლებელია, რომ ვინმე გულგრილი დარჩეს. ჩვენ ახლა გვაქვს შანსი ვიზრუნოთ ამ ადამიანებზე, მათზე, ვინც ჯერ კიდევ ცოცხალია, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს ჩვენს თანადგომას და დახმარებას.
ორი წლის წინ თქვენ უკვე დაეხმარეთ სულიკო ნიქაბაძეს ჩვენი ფონდის მეშვეობით, თუმცა როგორც ხედავთ, მდგომარება კვლავ მძიმეა. თუ მის მეზობლად ცხოვრობთ, მოინახულოთ და-ძმა, დაეხმარეთ სახლის დალაგებაში ან ცხელი სადილის მომზადებაში, გაახარეთ და გაუთბეთ მათ გულები.
შემოწირულობა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: სულიკო ნიქაბაძე ) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/392-niqabadze/

თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
აკეთეთ კეთილი საქმეები, რამეთუ სიკეთე ცხოვრებაში ქმნის სიყვარულს!”

სულიკო ნიქაბაძე

მოხუცი და-ძმა შველას ითხოვს „ადრე მეგონა, რომ ვერაფერს ვასწრებ, რომ ცხოვრება ხანმოკლეა, ხოლო როდესაც მარტოხელა და უძლური ხარ, მაშინ დრო უსასრულოდ იწელება. ამას შევეჩვიე უკვე… ვიცი, მუდმივი არაფერია, ამიტომ მინდა, რომ ცხოვრების ბოლო წლები ღირსეული ადამიანივით ვიცხოვრო და არა ქუჩის მაწანწალა ძაღლივით…“ – ეს სიტყვები 80 წლის სულიკო ნიქაბაძეს ეკუთვნის. იგი დაიბადა სოფელ ფარცხანაყანებში, წლების განმავლობაში ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელი იყო, 22 წელი წყალტუბოს სპორტსკოლას ხელმძღვანელობდა. სწორედ მისი უშუალო მეცადინეობით აშენდა ქალაქის ცენტრალური სტადიონი, რომელიც ადგილობრივთა და დამსვენებელთა საყვარელი გასართობი ადგილი იყო დიდი ხნის მანძილზე. ბატონმა სულიკომ საინტერესო ცხოვრების გზა განვლო, ბევრი სასიკეთო რამ გააკეთა თავისი ქვეყნისთვის და ქალაქისთვის, თუმცა სიბერის ჟამს იგი ყველასაგან დავიწყებული აღმოჩნდა… რამდენიმე წლის წინ ბატონ სულიკოს მეუღლე გარდაეცვალა, ხოლო ნერვიულობის ნიადაგზე მან მხედველობა დაკარგა… ერთადერთი ახლობელი ადამიანი, ვინც მას დარჩა, ეს არის მისი 90 წლის და ვენერა, რომელიც დაავადებულია სკლეროზის მძიმე ფორმით.მოხუცები ცდილობენ ერთმანეთზე იზრუნონ, მაგრამ ყოველი დღის გათენება მათთვის ნამდვილი განსაცდელია. ისინი რის ვაი-ვაგლახით გადაადგილდებიან, სანახევროდ შიმშილობენ, მათ სანახავად არავინ მოდის, სხედან მთელი დღე გაყინულ ოთახში და წარსულს მისტირიან. ჩვენ ბატონ სულიკოს რამდენიმე შეკითხვა დავუსვით:გჯერათ თუ არა დახმარებისა უცნობი ადამიანების მხრიდან?- რა თქმა უნდა მჯერა. რომ არა კეთილი ადამიანები, ცოცხალი უკვე აღარ ვიქნებოდი, თუმცა ყოველთვის მერიდება შეწუხება… მაგრამ ახლა სხვა გამოსავალი მე და ჩემს დას არ გვაქვს… ძალიან ბევრია ჩვენსავით სიდუხჭირეში მცხოვრები მოხუცი… ეჰ, როცა ახლაგაზრდები ვიყავით, ყველას ვჭირდებოდით, ახლა კი – სრულიად მივიწყებულები ვართ… ყველაზე მეტად რაზე გწყდებათ გული? – იმაზე, რომ მე და ჩემს მეუღლეს შვილები არ გვეყოლა. შვილები- ეს დიდი ძალაა, მაგრამ ღმერთის ნება ასეთი იყო! რა იყო თქვენი ცხოვრების მთავარი ოცნება? – სპორტული კარიერა – ეს იყო ჩემი ცხოვრების მამოძრავებელი მუხტი და საკმაო წარმატებებსაც მივაღწიე. კიდევ ვოცნებობდი შვილებზე, მაგრამ ეს აუხდენელ ოცნებად დამრჩა. დღეს თუ ოცნებობთ რამეზე?-შიმშილით რომ არ დავიხოცოთ მე და ჩემი და…რომ ვიღაცამ გადმოგვხედოს და ცოტათი მაინც შეგვიმსუბუქოს ცხოვრება.თქვენს ისტორიას უამრავი ადამიანი წაიკითხავს. გინდათ, რომ მათ მიმართოთ?მე ვიცი, რომ საქართველოში უამრავი კეთილი ადამიანია. მინდა მათ მივმართო თხოვნით, რომ ჩვენც გადმოგვხედონ. ყველას ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს, ბედნიერებას, შვილების მოსწრებას და კეთილდღეობას! გფარავდეთ უფალი! მეგობრებო, გთხოვთ, დააკვირდეთ ამ მოხუცების ფოტოებს! მათ ცრემლიან თვალებში უზომო ტკივილსა და სევდას ამოიკითხავთ. შეუძლებელია, რომ ვინმე გულგრილი დარჩეს. ჩვენ ახლა გვაქვს შანსი ვიზრუნოთ ამ ადამიანებზე, მათზე, ვინც ჯერ კიდევ ცოცხალია, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს ჩვენს თანადგომას და დახმარებას. ორი წლის წინ თქვენ უკვე დაეხმარეთ სულიკო ნიქაბაძეს ჩვენი ფონდის მეშვეობით, თუმცა როგორც ხედავთ, მდგომარება კვლავ მძიმეა. თუ მის მეზობლად ცხოვრობთ, მოინახულოთ და-ძმა, დაეხმარეთ სახლის დალაგებაში ან ცხელი სადილის მომზადებაში, გაახარეთ და გაუთბეთ მათ გულები. შემოწირულობა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: სულიკო ნიქაბაძე ) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/392-niqabadze/თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus) აკეთეთ კეთილი საქმეები, რამეთუ სიკეთე ცხოვრებაში ქმნის სიყვარულს!––––––––––––––––––––––––––Быть стариком в Грузии – самое большое испытание! «А ведь когда-то меня знала вся страна. И уважали, и ценили и к моему мнению прислушивались» – в этих словах можно уловить весь трагизм положения, всю горькую правду человеческой жизни… Сулико Никабадзе родился в деревне Парцанаканеби в 1939 году, учился, работал, служил в армии, с 1966 года был директором спортивной школы и играл в футбольной команде «Торпедо» г. Кутаиси. Много чего было в его жизни, много хорошего он сделал для своей страны и для своего любимого города. Он прославился совсем молодым, а потом о нем забыли…Несколько лет назад у господина Сулико умерла жена, он потерял единственного близкого человека. Из-за переживаний он ослеп… единственная родная душа, кто у него остался, это одинокая старенькая сестра, которая страдает тяжелой формой рассеянного склероза. Они стараются, заботятся друг о друге, как могут, но с каждым днём это становится всё тяжелее и невыносимее…Они еле передвигаются, даже не могут приготовить себе еду… сядут так рядышком, разговаривают, плачут, вспоминают, как счастливы они были, сколько людей приходило в их дом… а теперь они совершенно одиноки, проходят недели и про них никто не вспоминает. Зная о страданиях Сулико, мы спросили у него: Верите ли вы в доброту посторонних людей?- Конечно, если бы не они, нас бы не было в живых уже давно. Но обращаться к кому бы то ни было за помощью мне стыдно, а выхода уже никакого не осталось… – печально ответил мужчина.В нашей маленькой стране очень много таких загубленных судеб. Когда они здоровы, физически сильны, способны приносить пользу, тогда они всем нужны но, как только заболевают, становятся старыми и немощными, все тут же забывают о них.Так и случилось с нашим бенефициаром, но когда мы поинтересовались с кем бы он хотел поговорить, может быть он кого ни будь обидел за свою жизнь и хотел бы извиниться, он ответил:- К сожалению, все эти люди уже покинули этот мир… надеюсь «Там» я с ними встречусь. Кого-то поблагодарю, кого-то попрошу простить меня… Не знаю почему я остался один… наверное я не думал об этом… когда ты молодой и успешный, о старости, при чем вот о такой старости, никогда и не думаешь. Нам с женой не повезло, детей не было, наверно Бог так задумал. – О чем вы мечтали, и мечтаете ли сегодня о чем ни будь? – Мечтал о спортивной карьере, о большой семье, хотел иметь много детей… а теперь, мечтаю не умереть от голода и холода, как собака…Нашим подписчикам, Вам, друзья, Сулико на прощание сказал:- Раньше казалось, что жизнь коротка, а теперь кажется, что она тянется бесконечно, когда ты болен и одинок… но с этим мы уже смирился, ведь ничто не вечно… но нам с сестрой хочется всё таки прожить последние дни как достойные люди, а не как брошенная на улицу собаки. А Вашим Читателям пожелаю чтобы они никогда не испытывали горе одиночества и никчёмности… Обращаемся к Вам друзья, на минутку отложите все ваши важные дела, взгляните на фотографии стариков, сумейте увидеть их полные слезами и болью глаза… К сожалению многие уже покинули этот мир в полной нищете, а у нас есть шанс позаботится о тех, кто еще жив, и кто больше жизни нуждается в нашей помощи! Вы уже один раз приняли близко к сердцу историю этих одиноких стариков, но им нужна наша помощь еще раз! Нам нечего больше добавить, это крик души несчастных, одиноких стариков. Если вы живёте по соседству, и у вас есть желание навестить этих стариков, вы окажите им неоценимую помощь. Помогите им с уборкой дома, занесите им горячий обед… Этим вы спасёте двух стариков обреченных на гибель! Призываем всех неравнодушных, чутких людей, деньги для покупки продуктов, гигиенических средств и двух кроватей, постельного белья Вы можете зачислить на счёт Фонда GE15TB7194336080100003 или GE64BG0000000470458000 (назначение: Сулико Никабадзе) или оплатить прямо с сайта Фонда https://chernovetskyifund.ge/ru/projects/392-niqabadze/(С дополнительными правами и обязанностями Фонда можете ознакомиться по ссылке https://goo.gl/GY2Gus).Давайте будем добрыми к нашим старикам, показывая пример нашим детям, ведь мы тоже скоро состаримся. Добрые поступки – это благословение Господа Бога!

Gepostet von ჩერნოვეცკის ფონდი am Freitag, 7. Dezember 2018

 

პოპულარული სტატიები

მოუწევთ თუ არა 2-3 ძროხის მეპატრონეს საფასურის გადახდა? – სეს-ის განცხადება

თაკო

ვინ იყო სალომე ზურაბიშვილის დედა და რას ჰყვებოდა ის ქალიშვილის შესახებ?

თაკო

„ღმერთი იჯდა მიწისქვეშა გასასვლელის ბოლოში და მზესუმზირას ჰყიდდა…“

თაკო
გადასვლა....