NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “გვაქვს დაუშლელი აქცია. ვუკავშირდებით რეგიონებს და ვემზადებით ფართომაშტაბიანი აქციისთვის”
სამართალი

“გვაქვს დაუშლელი აქცია. ვუკავშირდებით რეგიონებს და ვემზადებით ფართომაშტაბიანი აქციისთვის”

საბანკო-სამევახშეო კანონმდებლობის შეცვლა, გამოსახლებებზე ორწლიანი მორატორიუმის გამოცხადება; უწყებათაშორისო კომისიის შექმნა – ეს იმ მოთხოვნათა არასრული ჩამონათვალია, რომელსაც კანცელარიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მოითხოვენ. აქცია სახალხო მოძრაობა “ჩვენ”-ის ორგანიზებით ტარდება.

აქცია რუსთაველზე გუშინ დაიწყო და მონაწილეებმა უკვე გაშალეს კარვები.

“ჩვენ ვითხოვთ შეხვედრას პრემიერ მინისტრთან, იუსტიციის მინისტრთან და ბიძინა ივანიშვილთან. ვითხოვთ, გამოაცხადოს ხელისუფლებამ მორატორიუმი გამოსახლებებზე 2 წლით. შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია, რომელიც შეისწავლის 15 წლიან ფულად საკრედიტო პოლიტიკას და მისცემს შესაბამის კვალიფიკაციას. ვითხოვთ, შეიქმნას სახელმწიფო ბანკი, საიდანაც შესაძლებელი იქნება დაბალპროცენტიანი, გრძელვადიანი კრედიტების აღება, უზრუნველყოფის გარეშე. ასევე შეიქმნას ფონდი, რომელიც მიმართული იქნება უკვე კრედიტორებისგან მიტაცებული სახლების გამოსასყიდად და გამოსახლებულთა საცხოვრებელი სახლების შესაძენად” – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მამისა ჯაფარაშვილმა “ნიუსმედიასთან” საუბრისას.

კითხვაზე, რას აპირებენ იმ შემთხვევაში თუ მათ მოთხოვნებს ხელისუფლება არ დააკმაყოფილებს, ქ-ნი მამისა ასე გვპასუხობს:

“უარი ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება არ იღებს პასუხისმგებლობას ასიათასობით ადამიანების ბედზე და უკვე დავაყენებთ სხვა მოთხოვნებს”

სახალხო მოძრაობა “ჩვენ” რეგიონებიდანაც გეგავს დაზარალებულთა ჩამოყვანას და ფართომაშტაბიანი აქციის გამართვას.

“გვაქვს დაუშლელი აქცია. ვუკავშიორდებით რეგიონებს და ვემზადებით ფართომაშტაბიანი აქციისთვის”

პოპულარული სტატიები

ზაზა სარალიძე გაათავისუფლეს

თაკო

რუსთავში ორი მამაკაცი დაჭრეს

თაკო

ძმებ ფეიქრიშვილების მკვლელობაში ბრალდებული ციხიდან რამდენიმე თვის წინ გათავისუფლდა

თაკო
გადასვლა....