NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ალეკო ელისაშვილმა ახალი სამოქალაქო მოძრაობა შექმნა
პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილმა ახალი სამოქალაქო მოძრაობა შექმნა

თბილისის საკრებულოს ყოფილმა წევრმა, დედაქალაქის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა “საქართველოს სამოქალაქო მოძრაობა” დააფუძნა. „ყველა ხედავს, რომ ქვეყანა იგლიჯება ორ პოლიტიკურ ძალას შორის დაპირისპირებით. ერთმანეთის მიმართ სიძულვილით ეს ძალები იმდენად გაერთნენ, რომ საერთოდ დაავიწყდათ ქვეყანა და ხალხი. ჩვენი მთავარი სათქმელი არის ის, რომ მზა გუნდით კი არ ვიწყებთ, პირიქით, გუნდის შენებას ვიწყებთ. ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც ორ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ – იყვნენ საკუთარ საქმეში კვალიფიციურები და კეთილსინდისიერები. ცნობადი სახე იქნება თუ არა, საერთოდ არ მაინტერესებს”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე მოძრაობა არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, თუმცა, მომავალში გამორიცხული არ არის, რომ სწორედ პოლიტიკურ გაერთიანებად ჩამოყალიბდეს.

სამოქალაქო მოძრაობის ძირითადი მიზანია საქართველოში ადამიანური გარემოს შექმნა საზოგადოებიდან ახალი ლიდერების გაჩენის მეშვეობით, ასევე ინოვაციების დანერგვის და მოქალაქეთა ჩართულობის გზით, ადამიანებისთვის პერსპექტივის გაჩენა.

„ფართო საზოგადოებრივი ჩართულობისა და მხარდაჭერის მქონე გაერთიანება ახალი ლიდერებით, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს პოლიტიკურ პროცესებზე. ახალი მოძრაობის პრიორიტეტულ საკითხთა შორისაა განათლება, ჯანდაცვა და ურბანული მიმართულებები” – აცხადებენ “საქართველოს სამოქალაქო მოძრაობაში.” ალეკო ელისაშვილის მიერ დაფუძნებულ მოძრაობას ევროპის დემოკრატიული მხარდაჭერის ფონდი აფინანსებს.

პოპულარული სტატიები

“ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა

თაკო

“თურმე ხელოვნების მუზეუმიდან კუები გავიტანე, გავყიდეთ და ამ კუებით მოვაწყე ღონისძიება”

თაკო

ჯარისკაცი ამბობს, რომ მეთაურმა სასტიკად სცემა

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....