“ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ამ უკანასკნელმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებაზე დაწესებული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო.
“გეუბნებოდით ივანიშვილის გამარჯვება და ქართული მიწების გაყიდვა ერთი იქნება მეთქი? ახლა ყოველგვარი დიპლომატიურობის გარეშე გეტყვით—-ვინც მას და მის ქალბატონს ხმა მისცა ყველას მიუძღვის ბრალი იმ უბედურებაში, რასაც ჩვენი ხალხის უმიწოდ დატოვება ანუ გაწირვა ქვია.” – წერს ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.