NewsMedia-ახალი ამბები
მთავარი » Blog » შესაძლოა, ინაუგურაციის დღეს ოპოზიციამ აქცია თელავში გამართოს
პოლიტიკა

შესაძლოა, ინაუგურაციის დღეს ოპოზიციამ აქცია თელავში გამართოს

გაერთიანებული ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ 16 დეკემბერს, ინაუგურაციის დღეს, თელავში, სადაც ცერემონია ტარდება, აქცია გაიმართოს.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ჯერჯერობით ოპოზიციაში რამდენიმე ლოკაცია განიხილება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ აქცია სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს სწორედ თელავში ჩატარდეს.

“აქციასთან დაკავშირებითაც გაგრძელდება ეს კონსულტაციები და შევარჩევთ ისეთ ადგილს, ისეთ ფორმას, ისეთ მასშტაბს, რომელიც ყველაზე მისაღები, ყველაზე ეფექტურ და ყველაზე სწორი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ამ კონკრეტულ მომენტში”, – აცხადებს თინა ბოკუჩავა.

 

“რეზონანსი”

პოპულარული სტატიები

„ნაციონალების“ სასარგებლოდ გაყალბდა არჩევნები და გააყალბა „ოცნებამ“

თაკო

პრემიერი განცხადებას ავრცელებს

თაკო

“ამას ნამდვილად გამოლოცვა ჭირდება… გაწი ხელები ეკლესიისგან”

თაკო
გადასვლა....