NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » “თუკი ეს სიმართლეა და გაუვიდათ, ყველაფრის ღირსი ვიქნებით…”
საზოგადოება

“თუკი ეს სიმართლეა და გაუვიდათ, ყველაფრის ღირსი ვიქნებით…”

“ვრცელდება ინფორმაცია, რომ განათლების სამინისტრო აპირებს საგამოცდო პროგრამიდან ამოიღოს ქართული ენა და ლიტერატურა. ტოვებენ მხოლოდ “უნარ-ჩვევებს” და უცხო ენას.

ხომ არ გვავიწყდება, რამხელა მნიშვნელობას მიუწყავენ თავმოყვარე და შემდგარი ერები საკუთარ ისტორიას, ენას და ლიტერატურას? მაგალითად უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის წესდების პირველივე ფრაზაა: “უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიას აარსებს უნგრელი ერი, რომ დანერგოს და განავითაროს უნგრული ენა”. არის სხვა მაგალითებიც.

ამათ ხელწამოსაკრავი ხომ არ გონიათ მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ენა და 1500 წლოვანი უწყვეტი ტრადიციის მქონე ლიტერატურა?

თუკი ეს სიმართლეა და გაუვიდათ, ყველაფრის ღირსი ვიქნებით: 300 არაგველიც ამაოდ დახოცილან, 500 იუნკერიც და შინდისის გმირებიც აგერ ახლახანს. ამაო ყოფილა წიწამურშიც და ჯიხაშკარი-ხიბულაში დაღვრილი ერის რჩეულთა სისხლიც.

არა უკულტურო, უსისხლო, ფსევდოცივილიზებულ მანქურთებს!” – წერს საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში.

პოპულარული სტატიები

“მე ლუგარის ლაბორატორიაში ვმუშაობ, ადრე მას შავი ჭირის სადგური ერქვა…”

თაკო

“უჭმელი ბავშვი ყოველთვის ძალადობის მსხვერპლია…”

თაკო

„არავინ არაფერს მჩუქნის, აქედან დასკვნა, არავის საყვარელი ადამიანი არ ვარ“

თაკო
გადასვლა....