NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » “პატრულ-ინსპექტორი ქრთამს იღებდა იმ პირისგან, ვინც მეტროში ხალხს უკანონოდ ატარებდა”
სამართალი

“პატრულ-ინსპექტორი ქრთამს იღებდა იმ პირისგან, ვინც მეტროში ხალხს უკანონოდ ატარებდა”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალურმა ინსპექციამ ქრთამის აღების ბრალდებით პატრულ-ინსპექტორი დააკავა.

უწყების განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისის ერთ-ერთ მეტროსადგურში მოქალაქე გარკვეული თანხის სანაცვლოდ, საკუთარი სამგზავრო ბარათის გამოყენებით, ხალხს უკანონოდ ატარებდა. მათი თქმით, აღნიშნული დარღვევის შესახებ გაიგო მეტროპოლიტენის საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა და მას მფარველობის სანაცვლოდ ყოველ მორიგეობაზე გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვა.

უწყებაში ამბობენ, რომ ბრალდებული მეტროსადგურ ვარკეთილში მორიგი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს.

“On.ge”

პოპულარული სტატიები

რიტუალური მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა – რამ იმსხვერპლა 21 წლის ახალგაზრდა გოგო

თაკო

“იმაზე მეტს გაიგებთ, რომ გაგიკვირდებათ და მაცალეთ რა”

თაკო

სურამში მკვლელობის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული

გადასვლა....