NewsMedia-ახალი ამბები
მთავარი » Blog » “ეჰ ვასო, არ შედგა შენგან კაცი და ქართველი…”
საზოგადოება

“ეჰ ვასო, არ შედგა შენგან კაცი და ქართველი…”

პროექტ “გააგრძელე საქართველოს ისტორიის” ავტორი, წამყვანი და დრამატურგი გურამ ქართველიშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს ღია წერილით მიმართავს:

“— ეჰ ვასო, როგორ არ ეცადნენ წინამორბედები, მაგრამ არ შედგა შენგან კაცი და ქართველი —

(ღია წერილი ტელეიუდას- ვასილ მაღლაფერიძეს)

როცა ოცნების დეპუტატებს უკითხავთ მიზეზები, ქოცკაც და ნაცყოფილ მაღლაფერიძეს არაერთხელ უპასუხია თურმე: ,,გააგრძელე საქართველოს ისტორია,, იმიტომ გავაჩერე, რომ ქართველიშვილი ისტორიას აყალბებდაო. ამ აწ უკვე ბიძოს ტელექოფაკს ერთ რჩევას მივცემდი–ჯერ პროექტის კონსულტანტების გვარები წაიკითხოს ფილმის ტიტრებში და თუ სურვილი ექნება პირდაპირ ეთერში დამიჯდეს და თქვას სად ნახა გაყალბებები…

ეჰ ვასო, ვასო შე ,,ძვირფასო,,, შენ ხომ იმით სარგებლობ, რომ ცხრა პარტია გამოცვლილი ამჯერად საქართველოს ისტორიის არმცოდნეთა და უწიგნურთა გოშია ხარ და ყველაფერზე წამსვლელს ვერავინ გადაგიმოწმებს ტყუილებს, მაგრამ იმ იუდას სახელს ვერასდროს ჩამოირეცხავ რომელიც უკვე ჩადენილმა დაგიმკვიდრა. შენ ქართული ფასეულობების მესაფლავე და ერთ–ერთი აქტიური სოროსელი ხარ, ხოლო მართლებთან ბრძოლა შენ სუფრასთან თავმოყრილ მლიქვნელებთან ,,კურკური,, ნუ გგონია… ამიტომ, რადგან თანდაყოლილ ფლიდობას ვერ ანებებ თავს, პასუხებს არ დაგზარდები. თანაც გახსოვდეს, რომ შენ ნათქვამ გაცვეთილ სიტყვას მთელი ნაცქოცეთის რესურსი უმაგრებს ზურგს, ხოლო ჩემსას შენისთანა ,,ღამურებისთვის,, ასე საშიში შიშველი ს ი მ ა რ თ ლ ე…

გურამ ქართველიშვილი.”

პოპულარული სტატიები

“ტუჩები უკანკალებს და პამპერსი უჩანს კადრში…”

თაკო

„მორგში“ სამი დღე და ღამე მიცვალებულზე მეძინა” – ყოფილი პატიმარი (ვიდეო)

თაკო

“იმ არა­კა­ცის კი­სერ­ზე იყოს არ­და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვის ცოდ­ვა” – რა მოხდა აფხაზურ ქორწილში?!

თაკო
გადასვლა....