NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ლგბტ აქტივისტის შეურაცხყოფისთვის სასამართლომ პირი 1 ლარით დააჯარიმა
სამართალი

ლგბტ აქტივისტის შეურაცხყოფისთვის სასამართლომ პირი 1 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დემოკრატიული მოძრაობის წევრს, ბესიკ დანელიას ლგბტ აქტივისტის, ლევან ბერიანიძის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ერთი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა. მან ტელეკომპანია კავკასიის ეთერში ლგბტ აქტივისტს “პიდარასტი” უწოდა.

On.ge-სთან საუბრისას ბესიკ დანელია მოსამართლის გადაწყვეტილებას “ღირსეულს” უწოდებს და ამბობს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია.

“სასამართლომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, პიდარასტების მორალი შეფასდა ერთ ლარად… მან ამ გადაწყვეტილებით ყველაფერი ნათლად უთხრა ლევან ბერიანიძესაც და ამ იდენტობასაც და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ცდილობს, რომ თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით ცდილობენ შექმნან პრეცენდენტები ვითომ ისინი იჩაგრებიან”, — ამბობს დანელია.

თავად ლევან ბერიანიძე ფეისბუზე წერს, რომ სასამართლოს მსგავსი გადაწყვეტილებები ლგბტ ჯგუფის წევრებს უბიძგებს თავიანთი უფლებების დასაცავად არ იბრძოლონ.

“ლგბტ ადამიანების საჯაროდ შეურაცხყოფა ერთი ლარი ღირს. და მერე გაგვიკვირდება რატომ გარბის ლგბტ თემი საქართველოდან და რატომ არ მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს?!” — ამბობს ბერიანიძე.

წყარო: on.ge

პოპულარული სტატიები

ესპანეთში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს

თაკო

დიდი ოდენობით ნარკოტიკის შენახვისთვის საბავშვო ბაღის აღმზრდელი დააკავეს

თაკო

“ბანკი ქართუ” “რუსთავი 2-ს” უჩივის

თაკო
გადასვლა....