NewsMedia-ახალი ამბები
მთავარი » Blog » სად მიდის ქართული ტალანტი?
სპორტი

სად მიდის ქართული ტალანტი?

ქართულ ფეხბურთში ხშირად ისმის კითხვა – სად მიდიან ქართველი ტალანტები? სიზამრაცე? უპასუხისმგებლობა? საქმისადმი არ სიყვარული? თუ უბრალოდ არასაჭირო პირობები?
წასვლას თუ ვკითხულობთ, მაშინ ისიც ვიკითხოთ საიდან მოდის საფეხბურთო ტალანტი და ინტელექტი?

ლიონელ მესი, კრისტიანო რონალდო, ლუკა მოდრიჩი, ნეიმარი, კილიან მბაპე, ანტუან გრიზმანი – წარსულში, რომ აღარ დავრბუნდეთ, ეს იმ უცხოელი ფეხბურთელების
მოკლე ჩამონათვალია, რომლებმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვეს დღევანდელ ფეხბურთში. ალბათ, ფეხბურთის მოყვარულების უმეტესი ნაწილი შეთანხმდება იმაზე, რომ ამ ადამიანებს
ღმერთისგან და ბუნებისგან ებოძათ საფეხბურთო ტალანტი. არსებობს მეორე საკითხი, რაც ზემოთ ნახსენებ კითხვებს ასე თუ ისე პასუხს გასცემს. დღევანდეობაში
აღიარებულ ფეხბურთელებს, რომ სიზარმაცე გამოევლინათ, არ ჰქონოდათ საქმისადმი სიყვარული ამ უბრალოდ პასუხისმგებლობა იმ ყველაფრის მიმართ, რასაც აკეთებდნენ დასაწყისში
დღეს იქ იქნებოდნენ სადაც არიან? საჭირო პირობებს რაც შეეხება, არც მოდრიჩი ვარჯიშობდა დაბადებიდან რეალში, არც რონალდო დაიბადა 5 ოქროს ბურთით და არც ნეიმარი
ღირდა ჩვილობისას 220 მილიონი.

რა ხდება ამ დროს საქართველოში? ,,სტადიონები არ გვაქვს, პირობები არ არის, ხელფასები არ გვაქვს, მესები არ გვყავს და ვაფშე გავაუქმოთ ფეხბურთი”
ცოტახნით, ისევ მივუტრიალდეთ ცნობილი ფეხბურთელების თემას. სხვებს, რომ აღარ გადავწვდეთ, ბოლო დროის აღიარებას, მესის და რონალდოს 10 წლიანი ,,მმართველობის”
გამჩერებლის ლუკა მოდრიჩის თემა განვავრცოთ. ამჟამად ხორვატიის ყველაზე დიდი სტადიონი დინამო არენას 1/3-ია, ხორვატია პირდაპირ მსოფლიოს ფინალში
არავის ჩაუსვამს, არც ფლორენტინო პერესია მოდრიჩის მამის ძმაკაცი და არც, არავინ ეუბნებოდა, რომ დიდ ფეხბურთს ითამაშებდა,
აქ კი ვინც ბურთს გააგორებს და ორ ფინტს გადააბავს, ყველა მომავალი მესია.
განვაგრძოთ თემა… რა ხდება საქართველოში? – გიორგი არაბიძე ზედმეტსახელად ქართველი მესი, რომელსაც ვლადიმერ ვაისი საერთოდ აღარ ენდობა. ნიკა ქუთათელაძე – 17 წლის
ქართველი ფორვარდი პსჟ-ს მაისურით, უი ბოდიშით, უკვე მახანჭკალის ანჟის მაისურით, ჯანო ანანიძე – რომელზეც ქართული საზოგადოება დღემდე ხუმრობს, რომ პერსპექტიულია.
მაგრამ მეორე თემა ის არის, ყველა თუ შეძლებს მისნაირად რუსეთში საქართველოს დროშის აფრიალებას.
რას ვნახულობთ ამ რუსეთში? როცა უამრავი ქართველი სკამზე ჯდომით ითბობს ხელებს და ამ დროს პრესას თუ დავუჯერებთ, შეუძლიათ ევროპის საშუალო გუნდში თამაში.
მოდი, ცოტა წავიღიღინოთ, რომ ფული ჯოჯოხეთს ანათებს…

წარსულშიც, რომ ჩავიხედოთ – სად წავიდა გიორგი ქინქლაძის დიდება? იმ გიორგი ქინქლაძის დღემდე, რომ მის სახელს არქმევენ ბავშვებს ინგლისში, დღემდე, რომ ეუბნება გვარდიოლას გულშემატკივარი, რომ ,,ქინქლა” სიტის საუკეთესო ფეხბურთელია? ყველა ვთანხმდებით, რომ გიორგისნაირ ფეხბურთელს ბევრად დიადი და მოხვეჭილი კარიერა უნდა ჰქონოდა. 

ვინ არის გიორგი ჩაკვეტაძე? შეიძლება ვინმეს გაუჩნდეს კითვა – იქნებ ჩაკვეტაძეც მომავალი ფუჭი იმედია? მოდი ვიმსჯელოთ ფაქტებით, გიორგი ჯერ კიდევს 14 წლის იყო,
როდესაც ბაიერნი იჩენდა ინტერესს და დღემდეც იჩენს, ჰქონდა შეთავაზება შახტარიდან, თუ მოუნოდებოდა რუსეთშიც წავიდოდა, ყოველდღე იწერება, რომ მის მიმართ ინტერესს
გამოთქვავენ ისეთი გუნდები, როგორებიც არიან – ბარსელონა, რეალი, ტოტენჰემი, რომა და ინტერი. რას აკეთებს ამდროს გიორგი? თამაშობს გენტში 90 წუთს, იძინებს 10 საათზე,
თავისუფალ დროს ქალაში სეირნობს. მიაღწია უკვე იმას, რომ დინამო არენას 55000 პუბლიკა მის სახელს სკანდირებს და ამ დროს ისეთი დავდახრილი გადის სტადიონიდან,
თითქოს დასჯილია…
უეფას ცნობით, საქართველო მე-4 ადგილს იკავებს ნიჭიერი ბავშვების სტატისტიკით, მაგრამ ფიფას რეიტინგში 89-ე ადგილს ვიკავებთ. ფაქტები ერთს ამტკიცებენ – პირველ
რიგში გვჭირდება მენტალიტეტი, სწორი ფსიქოლოგია და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შემდეგ სხვა დანარჩენი. ამ ყველაფრის მერე კი – შედეგიც თავისით მოვა.
და იქნებ ოდესმე სადღაც, რომელიმე უცხოელმა ჟურნალისტმა ისიც კი დაწეროს, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, ფეხბურთში წარმატებას ვერ აღწევდნენ, მაგრამ მოტივაციით, სწორი მუშაობით და შრომის მოყვარეობით, ფეხბურთში დიდ წარმატებას მიაღწიესო…

პოპულარული სტატიები

მკლავჭიდელმა დავით სამუშიამ, ევროპის ჩემპიონობა მესამედ მოიპოვა

მთავარი რედაქტორი

რეალმა რონალდუს გასაყიდი ფასი დაასახელა

წლის რეიტინგში ჰალეპი კვლავ ლიდერია

ირაკლი გაჩეჩილაძე
გადასვლა....