NewsMedia-ახალი ამბები
მთავარი » Blog » “მინდა, ვიყო თვითმყოფადი გიორგი ალექსანდრეს ძე…”
კულტურა

“მინდა, ვიყო თვითმყოფადი გიორგი ალექსანდრეს ძე…”

“ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის” კონ­კურ­სან­ტე­ბი წე­სე­ბის თა­ნახ­მად შე­ცო­ტავ­დნენ, თუმ­ცა გი­ორ­გი გი­ლი­გაშ­ვი­ლი, იგი­ვე “ჩემ­მა მზემ” თა­ვის გა­ნუ­მე­ო­რე­ბელ მე­წყვი­ლე, სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ას­თან ერ­თად, კვლავ პრო­ექ­ტშია და გა­მარ­ჯვე­ბის­თვის იბ­რძვის. თუმ­ცა თა­ვად ამ­ბობს, რომ ეს არც ბრძო­ლაა და გა­მარ­ჯვე­ბას სუ­ლაც არ ცდი­ლობს. მისი მი­ზა­ნია, ყო­ვე­ლი მო­რი­გი ნომ­რით ადა­მი­ა­ნებს სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ა­ნი­ჭოს. უნდა ით­ქვას, რომ ერთ-ერთი ძლი­ე­რი კონ­კურ­სან­ტია და მა­ყუ­რებ­ლის მხარ­და­ჭე­რას გულ­წრფე­ლად იმ­სა­ხუ­რებს:

გი­ორ­გი გი­ლი­გაშ­ვი­ლი:

– იმ­დე­ნად სწრა­ფად ხდე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი, რომ ვერ ვას­წრებ და­ფიქ­რე­ბას და ამა თუ იმ ტურ­ში ჩემი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ცეკ­ვის გახ­სე­ნე­ბას, ამის­თვის დრო არ მრჩე­ბა, რად­გან ტუ­რი­დან ტუ­რამ­დე ვცდი­ლობთ, რა­დი­კა­ლუ­რად სხვა ხა­სი­ა­თი წარ­მო­ვა­ჩი­ნოთ. სა­ლო­მე იმა­ში მეხ­მა­რე­ბა, რომ სა­კუ­თარ თავს არ და­ვე­კარ­გო. ამას­თა­ნა­ვე, ცეკ­ვა მი­სე­უ­ლი ხედ­ვით და ჩე­მე­ბუ­რი შეს­რუ­ლე­ბით წარ­მო­ვად­გი­ნო. ვცდი­ლობთ, მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა არ და­ი­კარ­გოს, ყვე­ლა­ფე­რი იყოს სულ ახა­ლი. რად­გან ამ პრო­ექ­ტში ვართ, ჩვენ ჩვენ უნდა ვი­ყოთ და არა ვი­ღა­ცის აჩ­რდი­ლე­ბი. ცეკ­ვა ისე უნდა წარ­მო­ვად­გი­ნოთ, რო­გორც ვხე­დავთ. ისეთ ნომ­რებს ვირ­ჩევ, სა­დაც სხვე­ბის ცეკ­ვის გა­მე­ო­რე­ბა არ მი­წევს. მინ­და, ვიყო თვითმყო­ფა­დი გი­ორ­გი ალექ­სან­დრეს ძე გი­ლი­გა­ში­ლი. სა­ლო­მეს­თან ერ­თად ვხე­დავ თი­თო­ე­ულ ცეკ­ვას და შემ­დეგ სა­კუ­თარ თავ­ში ვა­ტა­რებ.

– რა მოგ­ცა პრო­ექ­ტმა?

– მად­ლო­ბა უფალს, ყვე­ლაფ­რის­თვის. ესა თუ ის გან­საც­დე­ლი არის ჩემი სა­მად­ლო­ბე­ლი, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, შენს თავს რა ხდე­ბა. თუკი რამე ხდე­ბა ე.ი. უფალ­მა ასე და­უშ­ვა და უნდა მი­ი­ღო და ასე­ვე გა­ნი­ცა­დო. ამ გან­საც­დელ­მა კი შენ­ზე წა­რუშ­ლე­ლი კვა­ლი უნდა და­ტო­ვოს და სა­კუ­თა­რი თა­ვის ძი­ე­ბა­ში, უფალ­თან მი­ახ­ლო­ე­ბა­ში და­გეხ­მა­როს. ამი­ტომ, მად­ლი­ე­რი ვარ იმის­თვის, რომ ამ პრო­ექ­ტმა ძალა შემ­ძი­ნა. სამ­ყა­რო ისეთ ნი­უ­ან­სებ­ში შე­ვი­ცა­ნი, რაც აქამ­დე არ მქონ­და შეც­ნო­ბი­ლი.

– ბევ­რი არ ელო­და ისეთ შე­დეგს, რო­გო­რიც აჩ­ვე­ნე და ასე რო­გორ გა­ა­ო­ცე მა­ყუ­რე­ბე­ლი?

– რა­ტომ არ ელოდ­ნენ, არ ვიცი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რა გა­ვა­კე­თე, არც ეს ვიცი. ვიცი, მე რას ვფიქ­რობ და ვა­კე­თებ. ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას უფ­ლის ნე­ბით დავ­თან­ხმდი, მაგ­რამ არ ვი­ცო­დი, რა მე­ლო­და. სა­ო­ცა­რი ვნებ­თა­ღელ­ვაა, ეს ცეკ­ვე­ბი შორს არ არის ადა­მი­ა­ნის­გან…

– სა­უ­კე­თე­სო პარტნი­ო­რი გყავს, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ცეკ­ვა­ვე სა­ლო­მე ჭა­ჭუა…

– სა­ლო­მე ნი­ჭი­ე­რი და სულ­გრძე­ლი გო­გოა, რო­მე­ლიც არას­დროს ცდი­ლობს, თა­ვის სიძ­ლი­ე­რე ისე წარ­მო­ა­ჩი­ნოს, რომ პარტნი­ო­რი დაჩ­რდი­ლოს. არა­და, შე­უძ­ლია თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით მე­წყვი­ლე გვერ­დით ჩას­წი­ოს, მაგ­რამ მისი მი­ზა­ნი პარტნი­ო­რის წარ­მო­ჩე­ნაა, რომ მა­ყუ­რე­ბელ­მა ის კარ­გად გა­იც­ნოს.

– რა მო­ლო­დი­ნი გაქვს ამ პრო­ექ­ტის­გან?

– გულ­წრფე­ლი ვიქ­ნე­ბი, თუ ვი­ტყვი, რომ უფალ­მა იცის, რა მოხ­დე­ბა. არას­დროს ვცეკ­ვავთ ქუ­ლე­ბის­თვის, ამა­ზე თა­ვი­დან­ვე შევ­თან­ხმდით – ვცეკ­ვავთ ხალ­ხის­თვის და უდი­დე­სი პა­ტი­ვი­ცე­მა გვაქვს ჟი­უ­რის მი­მართ. არას­დროს მომ­წონ­და კონ­კურ­სე­ბი, რო­დე­საც რა­ღაც საქ­მის გამო ქუ­ლე­ბი იწე­რე­ბო­და. ჩვენ თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს სი­ხა­რუ­ლი რომ მი­ვა­ნი­ჭოთ, ამ ყვე­ლა­ფერს ამი­ტომ ვა­კე­თებთ და ამას ვემ­სა­ხუ­რე­ბით.

პოპულარული სტატიები

იღებს თუ არა ხეოფსის პირამიდის იდეა სათავეს საქართველოდან?

თაკო

ლიტერატურულ ფორუმზე, ჩინეთში, საქართველოს გიორგი კეკელიძე წარადგენს

თაკო ნაცვლიშვილი “არმანის” რეკლამაში გამოჩნდა (ვიდეო)

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....