NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » “თქვენ ვერ წარმოიდგენთ ფოთში რამდენი ისტორიული ძეგლია განადგურებული”
ბლოგი მთავარი გვერდი რეგიონი სამეგრელო ზემო-სვანეთი ფოტო და ვიდეო

“თქვენ ვერ წარმოიდგენთ ფოთში რამდენი ისტორიული ძეგლია განადგურებული”

პირველ რიგში, მოგესალმებით ქ.ფოთიდან.

მინდა ჩემი და სხვა ახალგაზრდების გადმოსახედიდან გაგაცნოთ ჩვენი ქალაქის პრობლემები. სიმართლე გითხრათ, აქამდე არასოდეს მქონია ამის საშუალება.

პატარა, მაგრამ დიდი ისტორიის მქონე ქალაქი ფოთი, ბევრისთვის უპერსპექტივო ადგილია. ისედაც დაპატარავებულ საქართველოს, რომელიც ტერიტორიული სიდიდით არც არასდროს გამოირჩეოდა, არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ასეთი ისტორიის მატარებელი ქალაქი დაკარგოს და დროს მიწასთან გასწორების უფლება მისცეს.

რადგან წარსულს შევეხე, გეტყვით, რომ უამრავი ისტორიული ძეგლი ნადგურდება დღეს ფოთში. მაგალითად, ქალაქის ერთ-ერთი შენობა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს შემორჩენილი, ნელ-ნელა ინგრევა. ჩამოშლილია მთლიანი ფასადი და სახურავი, კედლები და კიბეები. ის მეოცე საუკუნის 40-იან წლებშია აგებული, სადაც ჯერ ჰიდრომელიორაციული ტექნიკური სასწავლებელი, მოგვიანებით კი კოლეჯი და ფოთის უნივერსიტეტი ფუნქციონირებდა.

მე მხოლოდ ერთი მაგალითი მოგიყვანეთ და თქვენ ვერც კი წამოიდგენთ კიდევ რამდენი ისტორიულ ძეგლად წოდებული შენობაა მსგავს ან უარეს მდგომარეობაში.

ფოთი იმსახურებს იყოს ერთ-ერთი საუკეთესო! მე თვითონ ვცხოვრობ აქ და ვიცი, რა შეუძლია ამ პატარა ქალაქს, როგორ შეუძლია ნებისმიერს თავი შეაყვაროს. ეს კი შეგვიძლიოა ტურიზმის განვითარებსთვის გამოვიყენიოთ. მითუმეტეს, რომ მშვენიერი ადგილები და ბევრისთვის საყვარელი ზღვა გვაქვს, რომელსაც ერთი ხელის შევლებაც ეყოფა, რომ კომფორტული და სუფთა გახდეს.

ქალაქს, რომელიც ერთ-ერთ მთავარ საპორტო ქალაქს წამოადგენს ქვეყანაში, რატომ უნდა ქონდეს კომფორტულად გადაადგილების პრობლემა?! ნუთუ დღეს სანატრელი უნდა გვქონდეს ასფალტიანი ქუჩები?!

ამასთან, ფოთში ახალგაზრდების მომავალზე არავინ ზრუნავს, მაშინ როდესაც ჩვენ წარმოვადგენთ მომავალ თაობას. თაობას, რომელმაც უკეთესობისკენ უნდა შეცვალოს ქვეყანა. არ გვაქვს არანაირი წახალისება, გართობა და უკეთესი მომავლის შექმნის პერსპექტივა. ვითხოვთ შეიქმნას ახალგაზრდებისთვის მეტი პროექტი, რათა განვითარდეთ და გვქონდეს საკუთარ ქალაქში დარჩენის სურვილი. ახალგაზრდების უმეტესობა, ქალაქიდან მიდის და სწავლას, მუშაობასა თუ ცხოვრებას სხვა ქალაქში და ქვეყანაში აგრძელებს. ბუნებრივია, მიდიხარ იქ, სადაც მათ მეტი პერსპექტივა გექნება.

ეს ყველაფერი კი იცით რატომაც ხდება? – ზემოთაღნიშნულს თავი რომ დავანებოთ, ჩვენ აქ არანაირი უმაღლესი განათლების ხარისხიანად მიღების პირობები არ გვაქვს. იმაზე საუბარიც კი ზედმეტია შემდგომში პროფესიულად განვითარდე და სასურველ სამსახურში მოეწყო.

მოგვეცით საშუალება, რომ საკუთარ ქალაქში შევძლოთ იმის მიღება რასაც სხვაგან ვეძებთ. ამით მეტი პროფესიონალი კადრი შეემატება ქალაქს – განვითარებისთვის, წინსვლისთვის. თქვენ კი, აუცილებლად დაგიფასდებათ შრომა და გარჯა ხალხის წინაშე. ამით ფოთელ ხალხს ძალიან გაუხარებთ გულებს და საცხოვრებლად სასურველ ადგილს გაუხდით ქალაქს, ქალაქს რომელსაც მწამს, რომ დიდი მომავალი აქვს.

ანა აბესაძე

პოპულარული სტატიები

6 შვილის დედა, რომელიც ოჯახს თევზაობით არჩენს (ვიდეო)

თაკო

სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, თუ რატომ გადაუხადა მადლობა ხატია ბუნიათიშვილს (ვიდეო)

თაკო

მერვედფინალში მოთამაშე გუნდები გამოვლიდნენ

შაკო ოდიშვილი
გადასვლა....