NewsMedia-ახალი ამბები
მთავარი » Blog » “დაგეგმილი იყო ვაშაძის მკვლელობა”- ვინ იყო დამკვეთი?!
საზოგადოება

“დაგეგმილი იყო ვაშაძის მკვლელობა”- ვინ იყო დამკვეთი?!

ჟურნალისტი ლალი მოროკშინა მედია -კავშირ – „ობიექტივის“ ეთერში სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს, მისი თქმით, საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკვეთით იგეგმებოდა გრიგოლ ვაშაძის მკვლელობა, რომლის მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნა იყო.

„ჩვენ, ჩვენმა ქვეყანამ ავიცილეთ ძალიან სერიოზული არეულობა. დაგეგმილი იყო ვაშაძის მკვლელობა და გუშინ, ჩვენ კადრებშიც კარგად ვნახეთ, რომ მას საკმაოდ სქელი ჯავშანჟილეტი აცვია და ძალიან შეშინებულია. ზოგადად, ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ეტყვიან, რომ “შენ ხარ სამიზნე”, ძალიან რთულია ამის გადატანა, თუ ის არ არის პროფესიონალი სამხედრო… 

ცხადია, მკვლელობის დამკვეთი იყო სააკაშვილი, რადგან ამას მოჰყვებოდა არეულობა, რასაც ძალიან კარგად შეუწყობდნენ ხელს ზუსტად ის უკრაინელი ბოეივიკები, რომლებიც ჩამოსული იყვნენ და დააკავეს… სხვათაშორის, თითოეულ მათგანზე უკრაინაში სისხლის სამართლის ძალიან მძიმე დანაშაულზე აღძრულია საქმე, მათ შორის იარაღის შეძენაზე, მათ შორის ადამიანების გატაცებებზე…  ამის შესახებ რამდენიმე დღით ადრე ვახტანგ მაისაიამ და ირაკლი კაკაბაძემაც გააკეთეს განცხადება და ვფიქრობ, ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები მათ ინფორმაციასაც დაეყრდნენ. კარგია, რომ ამ საშინელების უგულებელყოფა მოხდა. ეს იქნებოდა ძალიან დიდი ტრაგედია. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვისი პარტიის მხარდამჭერია სისხლის ღვრა უნდა დამთვარდეს!!!სამწუხაროა, რომ ამ რიტორიკას არ იზიარებს სააკაშვილი, რომელიც პირდაპირ სისხლის ღვრისკენ მოუწოდებს,” – განაცხადა ლალი მოროშკინამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 დეკემბერს, ორ სასტუმროში სპეცოპერაციის შედეგად უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

 

“მარშალპრესი”

პოპულარული სტატიები

“მეუფეო შეწყვიტე დუმილი, ნუ დაუტოვებთ ყორნებს საჯიჯგნად თქვენს მღვდელს”

თაკო

„განგებამ გაგვიხსნას გონი! ღმერთმა დაგვიფაროს ძმათა სისხლისღვრისგან!“

თაკო

“ვიღაცა ივანიშვილის თავხედური სურვილის გამო პრეზიდენტად უნდა მყავდეს ალქაჯი დიაცი?!”

თაკო
გადასვლა....