NewsMedia-ახალი ამბები
მთავარი » Blog » “ბოდიში უკვე ამ საქმეს არ უშველის, სამსახურიდან უნდა გათავისუფლდეს ქალაქის მერი”
საზოგადოება

“ბოდიში უკვე ამ საქმეს არ უშველის, სამსახურიდან უნდა გათავისუფლდეს ქალაქის მერი”

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი თაკო ჩარკვიანი დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს შევიკრიბეთ ჩემთვის უკვე ბრჭყალებში ქალაქის მერის შემზარავი ანტისახელმწიფოებრივი განცხადების გამო, რომელიც ორი საათის წინ გაკეთდა. მან პრაქტიკულად მოახდინა შემდგომი ესკალაცია და მოუწოდა დაჯგუფებებს ოჯახის მომავალი შევიწროებისკენ. მისი განცხადებიდან ციტატას „რასაც დასთეს, იმას მოიმკი”, ცხადია, გაგრძელება ექნება და ჩვენ უკვე  შევატყობინებთ ყველაფერს საერთაშორისო ორგანიზაციებს”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

როგორც ჩარკვიანი აცხადებს, მისი ოჯახი მოსალოდნელი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, რადგან კახა კალაძემ ბოროტმოქმედება „გააპრავა“.

„კალაძის თანამშრომელია დავით მაჭავარიანი, რომელიც ამ ინციდენტის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. დავით მაჭავარიანი არის თბილისის საკრებულოს პროტოკოლის უფროსი. რაც შეეხება გორგოძეს, ის ყმაწვილი, რომელიც „ბანდერლოგად“ ყავდათ, შემდეგ ჩაერთო, ჩხუბის დამწყები გახლავთ კერვალიშვილი. დავით მაჭავარიანი ახდენდა ამის ესკალაციას. კადრებიც ჩანს ეს ყველაფერი. ჩანს, როგორ მოსდის კონფლიქტი მაჭავარიანს ჩემს მეუღლესთან. მოგვიანებით ჩანს, როგორც აჩერებს მართვად გორგოძეს, რადგან აღარ სურს გორგოძე აღმოჩნდეს ცუდ მდგომარეობაში. ჩემს მეუღლეს მოუწია ხუთი ადამიანის გამკლავება, მოუწია ოჯახის დაცვა. ამ ინციდენტზე კიდევ უარესი იყო ქალაქის მერის განცხადება, რაც არის კატასტროფა, არასახელმწიფოებრივი გამოსვლა. ჩვენ მივიღეთ რუსული კორუფციული მართვის ტიპის სახელმწიფო, რომელიც შემოგვთავაზა ბიძინა ივანიშვილმა. დიახ, ბატონო ბიძინა, ამიტომ წავედი  ოპოზიციაში 2012 წელს, როცა ვნახე, რომ თქვენ ხელისუფლება კი არ გინდოდათ, არემედ გინდოდათ ბევრი „ბანდერლოგი“ თანამდებობაზე, რათა იოლად გაგეყიდათ ეს ქვეყანა. ჩვენ ვართ ოჯახები, ისტორიას კი პიროვნებები და ოჯახები ქმნიდნენ, ამ ქვეყანას არ დავთმობთ. თუ „ნაციონალური მოძრაობის“ 400 ათასი ამომრჩეველი იყო, ახლა გახდა 800 ათასი. როდესაც მოვიდა „ქართული ოცნება“, დამნაშავედ გამოცხადდა რომელიმე პარტია? ქალაქის მერი მოუწოდებს, რომ 800 ათასი ადამიანის ოჯახი შევიწროვდეს. ხვალ დილით ვხდებით ეუთო-ს წარმომადგენლებს, ბოდიში უკვე ამ საქმეს არ უშველის, ვითხოვთ ამ ანტისახელმწიფოებრივი განცხადების გამო, გათავისუფლდეს სამსახურიდან ქალაქის მერი, აღარ ვსაუბრობ მაჭავარიანზე, უხერხულია, რომ ასეთი კრიმინალია”, – განაცხადა ჩარკვიანმა.

მისივე ინფორმაციით, დავით მაჭავარიანმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქვეყნის დატოვება შესთავაზა.

„ჩვენ მივიღებთ ზომებს, ქვეყანასა და თანამდებობას ვინ დატოვებს, ამას ვნახავთ. შემირცხვენია ის საქართველო, რომელიც აეროპორტში თაკო ჩარკვიანის ოჯახს, ირმა გიგანის თანდასწრებით, ჯონი გიგანს ეტყვის, რომ ქვეყანა უნდა დატოვოს. შემირცხვენია ასეთი საქართველო”, – განაცხადა ჩარკვიანმა.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს კომენტარი გააკეთა აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე, რომელშიც თბილისის საკრებულოს თანამშრომელი დავით მაჭავარიანი ფიგურირებს. კახა კალაძის განცხადებით, დავით მაჭავარიანი წლების განმავლობაში საკრებულოს პროტოკოლის უფროსია და აღნიშნა, რომ მაჭავარიანი პატიოსანი ადამიანია.

“1tv.ge”

პოპულარული სტატიები

“იმ არა­კა­ცის კი­სერ­ზე იყოს არ­და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვის ცოდ­ვა” – რა მოხდა აფხაზურ ქორწილში?!

თაკო

სასწავლო პროცესი კარავში

მთავარი რედაქტორი

სერგი კაპანაძე ზაზა სარალიძეს შეხვდა

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....