NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » „განგებამ გაგვიხსნას გონი! ღმერთმა დაგვიფაროს ძმათა სისხლისღვრისგან!“
საზოგადოება

„განგებამ გაგვიხსნას გონი! ღმერთმა დაგვიფაროს ძმათა სისხლისღვრისგან!“

სამოქალაქო აქტივისტი გია კორკოტაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

“ძვირფასო ქართველებო და სხვა ეროვნების წარმომადგენლებო ვისაც ქვეყნისთვის შეგტკივათ გული!
იმ ელექტორატში რომელმაც ხმა მისცა გრიგორ ვაშაძეს მე-2 ტურში, 50% მეტი ადამიანი ხმას აძლევს ბიძინას წინააღმდეგ და არა ნაცებს ან მიშას!
ასევე 50% მეტი ადამიანი მე-2 ტურში ხმას აძლევდა მიშას და ფაშიზმის წინააღმდეგ და არა ბიძინას ან მის კანდიდატს!
წარმოიდგინეთ რა რაოდენობა ხალხია რომელსაც ერთი რამე აერთიანებთ მშვიდი ცხოვრება ,შრომა და სიყვარული რომელიც რა ხანია ამ პოლიტიკური მარაზმების გამო დაკარგულია და ამდენი ადამიანი გაყოფილია ორ მტრულ ბანაკად!
ძალიან დიდი შანსია რომელიმე ექსცენტრულმა ლიდერმა გადარიოს ეს პატიოსანი ხალხი და საქართველო სასაკლაოდ გადააქციოს მიუსიოს ერთმანეთს და სისხლი დააღვრევინოს თვითონ მოფარებულში იჯდეს!
დაფიქრდით ახლო ისტორიაში ერთხელ შეცდა ქვეყანა ქართველებმა ერთმანეთის სისხლი დაღვარეს აღარ ვამბობ ქვეყანა სად გადაიჩეხება.
ცივილურად კანონიერად მივიღოთ არჩევანი მითუმეტეს ნაცებს ამხელა ელექტორატი გყავთ!
ნაცებს არაფერი გასაკვირი არ გაქვთ არჩევნებში, თქვენი მოგონებული ილეთებია თქვენგან პორტირებული ხალხისგან შესრულებული თუ რაიმე ცუდს ხედავთ!
ამ დაპირისპირებით ვერავინ ვერ მოიგებს და ქვეყანა უეჭველი წააგებს!
ღმერთის წინაშე გეუბნებით ამას შიში არ მალაპარაკებს და არ გეგონოთ ,,ძრავა” შემიცვალა ვინმემ უბრალოდ ამ უბედურების კადრებს ვხედავ!
დანარჩენი განგებამ გაგვიხსნას გონი!!!
ღმერთმა დაგვიფაროს ძმათა სისხლისღვრისგან!!!” – წერს კორკოტაშვილი.

პოპულარული სტატიები

“ნაცისტებს ასე ჩვევიათ: ვითომ არ ახსოვთ! ბრბო კი ივიწყებს”

თაკო

პედოფილიის ფაქტებზე კანონი გამკაცრდება

თაკო

“მე 9 აპრილს ბიძა მომიკლეს”

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....