NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება ზურაბიშვილზე – “მომავალში პრემიერი მართავს საქართველოს, ეს ქალია, პრეზიდენტი – კაცი”
საზოგადოება

ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება ზურაბიშვილზე – “მომავალში პრემიერი მართავს საქართველოს, ეს ქალია, პრეზიდენტი – კაცი”

ქარ­თვე­ლი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის ლელა კა­კუ­ლი­ას “ფე­ის­ბუ­ქის” ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვრცე­ლი პოს­ტი ქვეყ­ნდე­ბა. რო­გორც სა­ი­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია გან­მარ­ტავს 1997 წელს წარ­მოთ­ქმულ წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბას ქალი-პრე­ზი­დენ­ტის შე­სა­ხებ გვერ­დი შეგ­ნე­ბუ­ლად არ­ჩევ­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ აქ­ვეყ­ნებს, რათა წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის მხარ­დამ­ჭერ­თა ონ­ლა­ინ-აგ­რე­სი­ის მსხვერ­პლი არ გამ­ხდა­რი­ყო და მის­თვის რო­მე­ლი­მე კან­დი­და­ტის მომ­ხრე­ო­ბა ან მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ო­ბა არ და­ებ­რა­ლე­ბი­ნათ.

“შე­გახ­სე­ნებთ ამო­ნა­რი­დებს წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც წარ­სულ­ში არა­ერ­თხე­ლაა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი რო­გორც სა­ავ­ტო­რო გა­ზეთ­ში „ქარ­თვე­ლი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი ლელა კა­კუ­ლია“, ისე წიგ­ნებ­ში „ახა­ლი სი­ტყვა“ (ქარ­თულ, რუ­სულ და ინ­გლი­სურ ენებ­ზე) და რომ­ლე­ბიც ქალ-პრე­ზი­დენტს, ქალ-პრე­მი­ერ­სა და კონ­კრე­ტუ­ლად ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს შე­ე­ხე­ბა, – აღ­ნიშ­ნუ­ლია “ფე­ის­ბუქ-გვერ­დზე”:

1997 წელი, 21 ივ­ლი­სი, კო­ჯო­რი

მო­მა­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა… მთავ­რო­ბა­ში პრე­ზი­დენ­ტად მო­დის ქალი.

2006 წელი, 21 მარ­ტი

ვხე­დავ მო­მა­ვალ­ში, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტი მოხ­დე­ბა!!! [კი­დევ უფრო] მო­მა­ვალ­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მარ­თავს სა­ქარ­თვე­ლოს. ეს ქა­ლია (ვიცი, ვინც არის), პრე­ზი­დენ­ტი კი კაცი (ესეც ვიცი, ვინც არის).

2008 წელი, 27 იან­ვა­რი

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი – ჭკვი­ა­ნი ქარ­თვე­ლი-ევ­რო­პე­ლი დიპ­ლო­მა­ტი, რო­მელ­მაც თა­ვი­სი მი­ნის­ტრო­ბის დროს აჩ­ვე­ნა, რა შე­უძ­ლია. იგი სავ­სე­ბით მი­სა­ღე­ბია არა მარ­ტო ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის, არა­მედ ევ­რო­პა-ამე­რი­კის­თვი­საც. სა­ლო­მეს დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა და პო­ზი­ცია ბევ­რს აი­ძუ­ლებს, გა­დად­გას რთუ­ლი, მაგ­რამ სა­ჭი­რო ნა­ბი­ჯი პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

ამო­ნა­რი­დე­ბი სა­გა­ზე­თო ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი­დან:

გა­ზე­თი „ქარ­თვე­ლი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი ლელა კა­კუ­ლია“, №19, 2008 წლის მარ­ტი

– ქალ­ბა­ტო­ნო ლელა, თქვენ ბრძა­ნებთ, თითო-ორო­ლა პო­ლი­ტი­კო­სი­ღა შე­მორ­ჩა ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­სო და კონ­კრე­ტულ გვა­რებს ასა­ხე­ლებთ, ვი­საც ჭკვი­ან პო­ლი­ტი­კო­სად მი­იჩ­ნევთ.

– დიახ, ვახ­სე­ნე… სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი. მე იგი ევ­რო­პელ პო­ლი­ტი­კო­სად მი­მაჩ­ნია, რო­მელ­საც უზა­დო გა­ნათ­ლე­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი, რა­საც ბევ­რი პო­ლი­ტი­კო­სი ვერ და­იტ­რა­ბა­ხებს. ეს მე­ტად ყუ­რადსა­ღე­ბია… ასე­თი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ყო­ველ­თვის ზე­მოთ ტივ­ტი­ვე­ბენ და მათ­მა დრო­ე­ბით­მა ჩა­ძირ­ვამ შეც­დო­მა­ში არ შე­გიყ­ვა­ნოთ. ისი­ნი სა­ლა­მან­დრებს ჰგვა­ნან – ცე­ცხლში არ იწ­ვი­ან და წყალ­ში არ იძი­რე­ბი­ან. ამი­ტო­მაც ვურ­ჩევ­დი ჩვენ მთავ­რო­ბას, გვერ­დზე ნუ გა­წე­ვენ ასეთ პი­როვ­ნე­ბებს.

გა­ზე­თი „ქარ­თვე­ლი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი ლელა კა­კუ­ლია“, 2012 წლის თე­ბერ­ვა­ლი, №62

– ქალ­ბა­ტო­ნო ლელა, მკი­თხველს აინ­ტე­რე­სებს თქვე­ნი ხედ­ვა ქა­ლე­ბის როლ­თან და­კავ­ში­რე­ბით „ჩვენს სა­ოც­ნე­ბო სა­ქარ­თვე­ლო­ში“.

– არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში წამ­ყვან, ხელ­მძღვა­ნელ პოს­ტებ­ზე მო­დი­ან ქა­ლე­ბი და უკვე ბევ­რგან მო­ვიდ­ნენ კი­დეც სა­ხელ­მწი­ფო მე­თა­უ­რე­ბად, რო­გორც ეს კარ­გა ხნის წინ ვი­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე. სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალ­ში ეყო­ლე­ბა პრე­მი­ე­რი ქალი – ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ძლი­ე­რი პი­როვ­ნე­ბა და, რაც მთა­ვა­რია, ძლი­ე­რი პრე­მი­ე­რი.

სა­ინ­ფორ­მა­ციო ანა­ლი­ტი­კუ­რი პორ­ტა­ლი „კვი­რა“, 2016 წლის 25 აპ­რი­ლი

– რას გვე­ტყვით ახალ პო­ლი­ტი­კურ ლი­დე­რებ­სა და ქალ ლი­დე­რებ­ზე?

– …ქა­ლებ­ში სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ქა­ლია და ის კვლავ დაბ­რუნ­დე­ბა ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში.

“ამბები.ჯი”

პოპულარული სტატიები

“ნატა გულიაშვილი გუნდის წევრი არ არის“

თაკო

„უფრო კარგი იქნებოდა, მარტო უნარ-ჩვევების გამოცდა დაეტოვებინათ“

თაკო

გარემოვაჭრეების მიმართ პროტესტის ნიშნად დაკეტილი ჯვრის მონასტერი გაიხსნა

თაკო
გადასვლა....