NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » სასამართლომ მეუფე გერასიმეს დაკითხვაზე უარი თქვა – საქმე „აქუბარდიები ეკლესიის წინააღმდეგ“
სამართალი

სასამართლომ მეუფე გერასიმეს დაკითხვაზე უარი თქვა – საქმე „აქუბარდიები ეკლესიის წინააღმდეგ“

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დღეს ვალტერ აქუბარდიას ნათესავების მიერ ეკლესიის წინააღმდეგ სარჩელი განიხილა.

ვალტერ აქუბარდია, რომელსაც კუთვნილი უძრავი ქონების დასაბრუნებლად ეპისკოპოსის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი ჰქონდა შეტანილი, პირველი სასამართლო სხდომის დაწყებამდე გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ნათესავების განცხადებით, იმის გამო, რომ მეუფე გერასიმეს მისი ძმისთვის ჭალეში კუთვნილი მიწის ნაკვეთი და არც მისი გაყიდვიდან მიღებული თანხა დაუბრუნებია, ოჯახმა სასამართლოს მიმართა.

მათმა ადვოკატმა დავით ნოზაძემ სასამართლოს მიმართა შუამდომლობით, რომ საქმეს მტკიცებულების სახით დაერთოს მედიაში გამოქვეყნებული მასალები, რომელიც მოსამართლე ირაკლი აბშილავამ დააკმაყოფილა.

ადვოკატმა მეუფე გერასიმეს მოწმის სახით დაკითხვაც მოითხოვა.

„ეპარქიამ გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ეპისკოპოსი აბრუნებდა თანხას, რომელიც მან ვალტერ აქუბარდიას უძრავი ქონების გაყიდვის სანაცვლოდ მიიღო. განმარტოს გერასიმე შარაშენიძემ, თუ რატომ შეცვალა შემდეგ მან პოზიცია მას შემდეგ, როცა თქვა, არ მინდა ვაბრუნებო თანხასო“, – უთხრა სასამართლოს აქუბარდიების ადვოკატმა.

საპატრიარქოს წარმოადგენელმა მაია დემეტრაძემ კი აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა გერესიმე შარაშენიძის დაკითხვაზე დაუსაბუთებელია.

„ეს იყო მისი ემოციური განცხადება, მისი პირველი რეაქცია, როცა გაიგო, რომ ედავებოდნენ იმას, რაც აჩუქეს. თქვა, რომ დაყვედრებული არაფერი მინდა და დავაბრუნებო, შემდეგ შეიტყო, რომ მხარემ სასამართლოს მიმართა. ადამიანს აქვს უფლება არ დაასაბუთოს პოზიცია, რადგან ჩვენ არ ვართ სისხლის სამართლის სივრცეში“, – განაცხადა მაია დემეტრაძემ.

მოსამართლემ მეუფე გერასიმეს მოწმის სახით დაკითხვაზე ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მორიგი სხდომა საქმეზე 14 დეკემბერს ჩაინიშნა.

მოქალაქე ვალტერ აქუბარდიამ რამდენიმე წლის წინ, შვილის გარდაცვალების შემდეგ, მის სახლში მონასტრის გახსნის მიზნით ადგილობრივ მღვდელს უსასყიდლოდ გადასცა სოფელში მდებარე უძრავი ქონება, თუმცა შემდეგ შეიტყო, რომ კარმიდამო მეუფე გერასიმემ ენერგოკომპანიას მიჰყიდა.

მომხდარის შესახებ „ლაივპრესზე“გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ გაავრცელა განცხადება, რომ ეპარქია წალენჯიხის სოფელ ჭალეში არსებული კარმიდამოს თავდაპირველ მესაკუთრეს, ვალტერ აქუბარდიას გადასცემს იმ თანხას, რომელიც მისი ქონების სანაცვლოდ ეპარქიამ ენერგოკომოპანიისგან მიიღო, თუმცა ეს თანხა ოჯახს ამ დრომდე არ მიუღია.

 

“ლაივპრესი”

პოპულარული სტატიები

ზაზა სარალიძე გაათავისუფლეს

თაკო

ბაჩანა შენგელია სკანდალურ წერილს აქვეყნებს

თაკო

“ბანკი ქართუ” “რუსთავი 2-ს” უჩივის

თაკო
გადასვლა....