NewsMedia-ახალი ამბები
მთავარი » Blog » “6 წელი სტაბილური და მშვიდი ცხოვრება იყო საქართველოში და ასე უნდა გაგრძელდეს”
პოლიტიკა

“6 წელი სტაბილური და მშვიდი ცხოვრება იყო საქართველოში და ასე უნდა გაგრძელდეს”

ყველას გვაქვს იმის განცდა, რომ 6 წელი სტაბილური და მშვიდი ცხოვრება იყო საქართველოში და ასე უნდა გაგრძელდეს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გუგული მაღრაძემ არჩევნების მეორე ტურის შედეგების შეფასებისას, რომლის მიხედვით, 59,52%-ით სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.

“ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს თავისი წინაპირობები აქვს, რაც საქართველოში ნამდვილად არ არის დღეს. არ აღვნიშნავთ ხოლმე, თორემ შინაგანად ყველას გვაქვს იმის განცდა, რომ 6 წელი სტაბილური და მშვიდი ცხოვრება იყო საქართველოში და ასე უნდა გაგრძელდეს. არჩევნებში გამოჩნდა, რომ ადამიანებს უნდათ სტაბილურად, მშვიდობიანად იცხოვრონ. უნდათ ცვლილებები, ოღონდ ევოლუციური და არა რევოლუციური. სწორედ ასეთი ცვლილებების განმახორციელებლად ეგულებათ “ქართული ოცნება”, – განაცხადა მაღრაძემ.

წყარო: trialeti.ge

პოპულარული სტატიები

„ერთი გზა მიდის ჯოჯოხეთისკენ, ერთი გზა მიდის მომავალი საქართველოსკენ“

თაკო

“გზა და გზა აკრიფონ ხალხი და მეც შემოგიერთდებით”

თაკო

გრიგოლ ვაშაძე მაჩალიკაშვილთან და სარალიძესთან ერთად მსვლელობას მართავს

თაკო
გადასვლა....