NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “არ მინდა ოდესმე სქურზე წარსულ დროში ვილაპარაკო”
საზოგადოება საკითხავი სამეგრელო ზემო-სვანეთი სქური ფოტო და ვიდეო

“არ მინდა ოდესმე სქურზე წარსულ დროში ვილაპარაკო”

დღეს სახელმწიფოსგან ერთ მივიწყებულ, მაგრამ დიდი მინერალური ღირებულებებით დაჯილდოვებულ ადგილზე მოგიყვებით, რომელიც არ-თან ერთად ვერ დააფასა ქართველმა ხალხმა.

როგორც მოგეხსენებათ, სამეგრელო მდიდარია კურორტული ზონებით, მთებით, ქედებითა და გიჟმაჟი მდინარეებით. მათ შორის კი კურორტ სქურს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 450-500 მეტრზე მდებარეობს. მისი ტერიტორია სულ რაღაც 100 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს და მეტად მდიდარია ისტორიული ძეგლებით. აქ ერთდროულად მოქმედებს რამდენიმე ფაქტორი: ბუნების სილამაზე, მზის სხივების სიუხვე, ზომიერი ტემპერატურა, დაბალი ბარომეტრული წნევა და უამრავი დაავადების წამალი – მინერალური წყალი განსაკუთრებულად ლამაზია სქურის ხეობა, მიმდებარე მდინარეები ნოლიმერი და წისქვილარა, რომელიც მდიდარია კალმახით.

როგორც აღვნიშნე, კურორტის მთავარ ღირსშესანიშნაობას უნიკალური თვისებების მქონე “სქურის წყალი” წარმოადგენს, რომელსაც 1920 წელს მინერალური წყლის სტატუსი მიანიჭეს.

“სქურის წყალს” უამრავი დაავადების განკურნება შუძლია, მათ შორის:

1. საჭმლის მომნელებელ ორგანოთა; საყრდენ სამოძრაო აპარატისა და პერიფერიულ ნერვულ სისტემათა დაავადებები.

2. საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებები:

3. საყლაპავი მილის ანთებები

4. კუჭის დაავადებები – ქრონიკული გასტრიტი:

5. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული

6. კოლიტი და ენტეროკოლიტი

7. ღვიძლის, სანაღვლე გზებისა და პანკრეასის დაავადებები.

8. ჰეპატიტი.

9. ქოლეცისტიტი და ქოლანგიტი.

10.ნაღვლკენჭოვანი დაავადება

11. პანკრეატიტი .

12. ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაავადებები

13. რევმატოიდული პოლიართრიტი.

14. გარკვეული ეტიოლოგიის ინფექციური პოლიართრიტი

15. ოსტეოართრიტი, ოსტეოართროზი

16. ხერხემლის ოსტეოქონდროზი.

17.სპონდილოზი და სპონდილოართროზი

18.ტრავმული სპონდილოპათია

19. ძვლის მოტეხილობები.

20. ნერვული სისტემის დაავადებები

21.პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები

22 ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები და ტრავმები

23. ნერვული სისტემის ფუნქციური და სხვა დაავადებები – ნევროზი, ნევრასთენია, რეინოს დაავადება, პროფესიული ნევროზი, შაკიკი, პროგრესული კუნთოვანი დისტროფია.

სქურის დადებით მხარეებზე ლაპარაკი, შეიძლება უსასრულოდ გაგვიგრძელდეს, მაგრამ მის პრობლემებს გვერდს მაიმც ვერ ავუვლით. ეს არის ადგილი, რომელმაც სახელმწიფოსგან იოტისოდენა თანადგომაც კი ვერ იგრძნო.

პირველი და უმთავრესი პრობლემაა, სამწუხაროდ, ასეთი უნიკალური თვისებების მქონე “სქურის წყალი” დღეს რომ მდინარეში ჩაედინება. რატომ? – პასუხის გაცემა თქვენ თვითონაც არ გაგიჭირდებათ.

მეორე – შესაკეთებელი გზა, დაბინძურებული მიდამო, სავალალო მდგომარეობაში მყოფი სანატორიუმი, რომელსაც დიდი და ლამაზი ისტორია აქვს; გაჩეხილი ტყე და კიდევ მრავალი პრობლემა ამ ეტაპზეც მოუგვარებელია.

მოსახლეობის დიდი ნაწილი სწავლის დაწყების პერიოდში წალენჯიხაში ჩადის, რადგან სწავლის პირობებიც კია არ არის სქურში…

დიდი ხნის წინ, ერთ-ერთ სახელმწიფო მოხელეს უთქვამს – “კურორტ სქურს, მეტი ყურადღება მაშინ მიექცევა, როდესაც ტურისტები დაიწყებენ მოძრაობას-ო.” როგორ გაიზრდება კურორტულ ზონაში ტურისტების რაოდენობა თუ იქაურობა არ მოაწესრიგე?! ვის რაში სჭირდება თქვენი უკაცრიელი ადგილი…

როგორ დაიბრუნებს ადრინდელ დიდებას – ფაქტობრივად, ამ კითხვებზე პასუხები არ არსებობს, რადგან აქ არსებული პრობლემები პროგრესის საშუალებას არ იძლევა!

საქართველოში ასზე მეტი კურორტული ზონაა. ნუთუ ეს იმდენად დიდი ციფრია, რომ ისეთი კურორტის დაკარგვა გვიწევდეს, როგორიც სქურია?!

ჩემი მშობლები მიყვებოდნენ – წლების წინ, სქურში იმდენი დამსვენებელი იყრიდა თავს, ტევა არ იყოო. თურმე, ერთ დროს ბანაკიც ყოფილა, რომლის არსებობასაც ჟანგიანი წარწერა – “პატრიოტთა ბანაკი” ადასტურებს.

რაც ყველაზე მთავარია, მოსახლეობის 60% დასაქმებულიც კი ყოფილა… მაგრამ დროსთან ერთად ყველაფერი შეიცვალა. სქურმა ძველი იერსახეც დაკარგა და ის ასობით დამსვენებელიც, რომელიც მის ბალნეოლოგიურ თვისებებს აფასებდნენ.

გოლიათი ლაკადის მიდამოებს შეკედლებული კურორტული ზონა დიდი პრობლემების ქარცეცხლში ყოფნის მიუხედავად, მაინც ცდილობს არ დაემორჩილოს დროს და გადარღეს.

არ მინდა, რომ ოდესმე წარსულ დროში ვილაპარაკო სქურზე. მინდა, რომ ერთხელ მაინც დავაფასოთ ის, რაც გვაქვს.

ანი კვარაცხელია

პოპულარული სტატიები

“ამ გოგომ წერა-კითხვა ნამდვილად იცის? აქამდე მხოლოდ ის ვიცოდით, რომ სიმღერა არ იცოდა”

თაკო

“უნდა გამოვტყდე! ყველა ბაითი ჩემია. ჩემია და მხოლოდ ჩემი!”

თაკო

“სახელმწიფოს, განათლების სისტემისა და საზოგადოების წვლილი ქურდული მენტალიტეტისა და არასრულწლოვანთა კრიმინალის ზრდაში”

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....