NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “ვაშაძე არ უნდა გახდეს პრეზიდენტი, ის ჩემი შვილის მკვლელებს შეიწყალებს”
საზოგადოება

“ვაშაძე არ უნდა გახდეს პრეზიდენტი, ის ჩემი შვილის მკვლელებს შეიწყალებს”

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა პრესკონფერენცია გამართა და საზოგადოებას მოუწოდა, რომ ვაშაძე არ უნდა გახდეს საქართველოს პრეზიდენტი.

მოლაშვილის განცხადებით, მოქმედმა ხელისუფლებამ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ჩადენილი დანაშაულებისთვის სათანადო პასუხი არ გასცა.

„არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოვიდეს ვაშაძე, რადგან ნაციონალია. თან ამტკიცებს, ჩემი შვილის მკვლელები უნდა გამოუშვას, გვარები ჩამოთვალა. ყველა უნდა გავერთიანდეთ, მარტო ისინი არა, ვისაც შვილი მოუკლეს, მამა და დედა, არამედ ყველა. უნდა შეიქმნას ისეთი ძალა, რომელიც სამართალს დაამყარებს“, – განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი 2004 წელს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და საბიუჯეტო თანხების მითვისების ბრალდებით დააპატიმრეს და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2008 წლის იანვარში მოლაშვილი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ შეიწყალა.

სულხან მოლაშვილი აცხადებდა, რომ ის პატიმრობის დროს გიგა ბოკერიამ, ზურაბ ადეიშვილმა და გოგა გრიგალაშვილმა აწამეს.

2016 წლის 29 ივნისს ის 47 წლისა მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

წყარო: imedinews.ge

პოპულარული სტატიები

“ჩემი  შიში მე ჩემს შვილს ჩავაყოლე მიწაში” – სარალიძე ბესელიას

თაკო

“ძალიან ვწუხვარ რომ აქამდე არ მცნობიხართ!  მშვიდობით აქაც და რეალშიც”

თაკო

“ჯერ საკუთარი სახლის დალაგებაზე იზრუნეთ და მერე დაიწყეთ ქუჩის დაგვა…”

თაკო
გადასვლა....