NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » რა წერია ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალებაზე ექპერტიზის დასკვნაში?
საზოგადოება

რა წერია ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალებაზე ექპერტიზის დასკვნაში?

მსა­ხი­ობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშ­ვი­ლის დედა, ქალ­ბა­ტო­ნი ცი­ა­ლა ბეჟაშ­ვი­ლი, ჟურნალ “სარ­კეს­თან” სა­უბ­რობს ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­ზე, რო­მელ­შიც წე­რია, თუ რა გახ­და მსა­ხი­ო­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი.

– მი­თხრეს, თუ გინ­დათ, ნუ იტყვი­თო, მაგ­რამ რა მაქვს და­სა­მა­ლი?! ფსი­ქოტ­რო­პულ წა­მალს რომ სვამ­და, არაფ­რით შე­იძ­ლე­ბო­და, ამ დროს სას­მე­ლი და­ე­ლია. დი­ლით წა­მალს სვამ­და, სა­ღა­მოს სას­მელს. სულ ვე­უბ­ნე­ბო­დი, არ შე­იძ­ლე­ბა და ნუ სვამ-მეთ­ქი. გულ­მა ვე­ღარ გა­უძ­ლო.

– რო­მელ მე­გო­ბარ­თან იყო მი­სუ­ლი დო­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე, სა­დაც ის გარ­დაც­ვლი­ლი ნა­ხეს?

– მე­გო­ბარ­თან არ იყო და ვის­თან იყო, დღემ­დე არ ვიცი. ქუ­ჩა­ში შე­იძ­ლე­ბო­და ვინ­მე შეხ­ვედ­რო­და, ეთ­ქვა, წამო ჩემ­თან, დავ­ლი­ო­თო და გაჰ­ყო­ლო­და… ორ­გა­ნიზ­მი ამ­დე­ნი წამ­ლი­თა და სას­მე­ლით მო­წამ­ლა. წა­მალს რომ და­ლევ­და, მხო­ლოდ ორ სა­ათს თუ იძი­ნებ­და. მერე ეღ­ვი­ძე­ბო­და და შფო­თავ­და…

– რა­ი­მე წი­ნათ­გრძნო­ბა ხომ არ გქონ­დათ?

– გარ­კვე­უ­ლი გან­ცდა მხო­ლოდ იმ დღეს მქონ­და. სა­ღა­მოს ტე­ლე­ვი­ზორს ვუ­ყუ­რებ­დი და იცით, რა და­მე­მარ­თა? თით­ქოს სა­ვარ­ძე­ლი და­ვიწ­როვ­და და ვე­ღარ და­ვე­ტიე. ცოტა ხან­ში სა­დარ­ბა­ზო­დან მისი სიმ­ღე­რის ხმა შე­მო­მეს­მა. კა­რიც გა­ვა­ღე, მაგ­რამ შევ­ცდი, ზუზუ არ იყო… არა­ვინ მღე­რო­და, ზა­ზას ხმა მე შე­მო­მეს­მა. 5-6-ჯერ მა­ინც გა­და­ვი­ხე­დე ფან­ჯრი­დან, რად­გან ზა­ზას ხმა მეს­მო­და, ვი­თომ მღე­რო­და. კონ­ფლიქ­ტუ­რი არ იყო დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ არა­ფე­რი მოხ­დე­ბო­და, მაგ­რამ იმ ღა­მეს ფან­ჯა­რას ვერ მოვ­შორ­დი…

წყარო: სარკე.ჯი

პოპულარული სტატიები

“ამ გოგომ წერა-კითხვა ნამდვილად იცის? აქამდე მხოლოდ ის ვიცოდით, რომ სიმღერა არ იცოდა”

თაკო

“ეს მოხუცი კაცი გამოჩნდა არსაიდან და ვაგონში მყოფებს ერთ პლიტკა შოკოლადს უწოდებდა”

თაკო

“ამ სისულელის გამკეთებელი ან ნამდვილი უვიცია ან კიდევ ფეხებზე კიდია ჩვენი ქალაქი და მისი მთავარი სიამაყე!”

თაკო
გადასვლა....