NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » “სადაც ვიწროა იქ გაწყდესო”, ჰოდა, მოსახდენი მაინც მოხდება”
ბლოგი

“სადაც ვიწროა იქ გაწყდესო”, ჰოდა, მოსახდენი მაინც მოხდება”

„ გავიხსენოთ, ვინ და როგორ გახდა წარსულში საქართველოს პრეზიდენტი?..

მაშ ასე, საპრეზიდენტო არჩევნები დამოუკიდებელ საქართველოში:

1990 წელი – ზვიად გამსახურდია – 87%;

1995 წელი – ედუარდ შევარდნაძე – 74%;

2000 წელი -ედუარდ შევარდნაძე – 79%;

2004 წელი – მიხეილ სააკაშვილი – 96%;

2008 წელი (რიგგარეშე) – მიხეილ სააკაშვილი – 53%;

სიმართლე უნდა ითქვას, რომ 1990,1995 და 2004 წლებში, სამივე არჩეულმა კანდიდატმა მათი რეიტინგის შესატყვისი პროცენტები აიღეს (2000 და 2008 წლების არჩევნები კი, შევარდნაძემ და სააკაშვილმა გააყალბეს, მათ მაშინ 50%-ნი ბარიერი, სინამდვილეში ვერ გადალახეს!) და ვერავინ იტყვის, რომ მიღებულ პროცენტებში, ვინმე სხვის “წილი ან დამსახურებაა”!

2013 წელი – გიორგი მარგველაშვილი – 62%;

ჰოო, აი, აქ სულ სხვაგვარადაა საქმე, რადგან მიღებულ 62%-ში მარგველაშვილის წილი მაქსიმუმ იქნებოდა 2%, დანარჩენი 60% კი, ბიძინა ივანიშვილის იმდროინდელი პირადი რეიტინგია, რომლის მოწოდებით და “ხათრითაც” ამომრჩეველმა ხმა მისცა მარგველაშვილს!..

რა ხდება დღეს, ანუ რა მოხდება ხვალ, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე?

არც ერთს, დიახ არცერთ საპრეზიდენტო კანდიდატს, რომლებიც ფავორიტებად მოიაზრებიან, თავისი დამოუკიდებელი რეიტინგი არ გააჩნია, რომ არჩეულ იქნას პრეზიდენტად პირველ თუ მეორე ტურში! ანუ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი იქნება “მარგველაშვილი 2”, მარიონეტი, რომელმაც შესაძლოა ისეთივე “სიჯიუტე” გამოავლინოს “რეკომენდატორის” მიმართ, როგორსაც ავლენდა მარგველაშვილი, – სულ ესაა!

დიახ ასეა, ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ეს იქნება ივანიშვილის “გამარჯვება”, ხოლო ვაშაძის შემთხვევაში, – სააკაშვილის “დამსახურება”!

სხვა კანდიდატებს, არანაირი შანსი არა აქვთ “გაპრეზიდენტებისა” და მათზე მიცემული ხმა დაკარგულია!..

ამიტომ, გამომდინარე აქედან, მე არანაირი სურვილი არა მაქვს მივიღო მონაწილეობა ხვალინდელ პოლიტიკურ მასკარადში (არც ის მაინტერესებს, ვინ “იშუსტრებს და გამოიყენებს” ჩემს საარჩევნო ბიულეტენს!)!

ასე რომ, საარჩევნო უბანში ჩემი მისვლით თუ არ მისვლით, მაინც არაფერი შეიცვლება, გამყალბებელი ისედაც გააყალბებს, მითუმეტეს, რომ მოქმედი მანკიერი საარჩევნო კანონი, ქოცებსაც და ნაცებსაც საფუძვლიანად აქვთ “ათვისებული”, მეტიც მათი “პირმშოა”!

ჩვენ რომ ჩამოყალიბებული სამოქალაქო საზოგადოება გვქონდეს, ამ დამამცირებელ, ცრუ, ანტიხალხურ არჩევნებს ბოიკოტს გამოვუცხადებდით და ჩავშლიდით, სანამ სამართლიანი საარჩევნო კანონის საფუძველზე არ ავირჩევდით ისეთ პიროვნებას, რომელიც არავის მარიონეტი არ იქნებოდა!..

რა დღეში ჩავვარდით, რომ ქართველები საქართველოს პრეზიდენტის არჩევას ვერ “ვახერხებთ”!..

მოკლედ ასეა, ჩემს თავს არავის გამოვაყენებინებ და პასუხისმგებლობას ვიღაცის “მარიონეტზე” არ ავიღებ… ნათქვამია, – “სადაც ვიწროა იქ გაწყდესო”, ჰოდა, მოსახდენი მაინც მოხდება და ყველაფერზე უფლის ნებაა…“ – წერს პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე სოციალურ ქსელშ,

პოპულარული სტატიები

“ორივე მუდოსავით დევს დივანზე… აფსუს, რა ბავშვობა გვქონდა”

თაკო

“მამაკაცის ხელმა გოგოს ქურთუკის ჯიბეში ორი ოცლარიანი ჩადო და ბეწვზე მოასწრო კარში გახტომა”

თაკო

“დამრიგებელმა ბავშვს შეურაცხყოფა მიაყენა იმის გამო, რომ თასმის შეკვრა არ შეეძლო…”

თაკო
გადასვლა....