პროტესტის ამ ფორმას სოფელ იორმუღანლოში მას შემდეგ მიმართეს, რაც სკოლის დირექტორმა ქართული ენის პედაგოგი თეა გურგენიძე სამსახურიდან დაითხოვა.
ქართული ენის პედაგოგი თეა გურგენიძე სკოლის დირექტორმა მოსწავლის ცემაში რამდენიმე კვირის წინ დაადანაშაულა და მტკიცებულებად კამერების ჩანაწერი წარუდგინა. ჩანაწერი მხოლოდ სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა და სამეურვეო საბჭოს წევრებმა ნახეს, თუმცა ორი საბჭოს გადაწყვეტილება ერთმანეთისგან განსხვავებული აღმოჩნდა. სამეურვეო საბჭოს წევრებმა ძალადობის ფაქტი არ დაადასტურეს, დისციპლინურმა საბჭომ კი პირიქით. ამ დასკვნის შემდგ დირექტორის ბრძანებით საბჭო ოფიციალურად დაითხოვეს.
მასწავლებლის სკოლიდან გაშვების ფაქტს მშობლების ნაწილიც აპროტესტებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ პედაგოგს მოსწავლეზე არ უძალადია და გადაწყვეტილება დირექტორმა რესურსცენტრის ხელმძღვანლის ზეწოლით მიიღო.
ავტორი: ია გულიაშვილი